შპს "აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია", რომლის საკუთრებაშია ქ.თბილისში მდებარე სითი მოლის ორი სავაჭრო ცენტრი და ბიზნეს ცენტრი "სითი თაუერი" აცხადებს ვაკანსიას აღმასრულებელი ასისტენტის პოზიციაზე.
მდებარეობა: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. #70
სამუშო განაკვეთი: სრული
ძირითადი მოვალეობები:
** სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ყოველდღიური საქმიანობის ასისტირება
** სამუშაო კალენდრის მართვა
** შეხვედრების დღის წესრიგის მომზადება/ორგანიზება
** საჭიროების შემთხვევაში შეხვედრებზე დასწრება, თარგმნა, დავალებების შესრულების ვადების კონტროლი
** საქმიანი კორესპონდენციის მართვა
** დამფუძნებელს და დაკავშირებულ მხარეებს შორის შუამავლობა, კომუნიკაციის მართვა
** სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისთვის მივლინებების დაგეგმვა, მათ შორის ავიაბილეთების შეძენა, სასტუმროს დაჯავშნა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა
დაინტერესების შემთხვევაში გაგვიზიარეთ თქვენი რეზიუმე, ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ მისამართზე: hr@igdevelopment.ge და გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში.