სამორინე "შანგრილა" (შპს ქართული კაპიტალ ჯგუფი") აცხადებს ვაკანსიას სტიუარდის (ჭურჭლის მრეცხავი) პოზიციაზე.
მდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: 12 საათიანი სამუშაო დღე, როგორც დღის, ასევე ღამის ცვლებში.
მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება.
** ფიზიკურად მუშაობის შესაძლებლობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
მოვალეობები:
** დადგენილი წესის შესაბამისად ჭურჭლის დროული გარეცხვა.
** დადგენილი წესისა და გრაფიკის შესაბამისად სამზარეულოს ინვენტარის დეზინფექცია და დასუფთავება.
** დადგენილი წესის შესაბამისად, თანამშრომლებისათვის საკვების გაცემა.
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის უზრუნველყოფა.
გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ, მოცემული ვაკანსიისთვის გათვალისწინებულია 12 საათიანი სამუშაო ცვლები (დღე/ღამე).
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე job@shangrila.ge სათაურის ველში მიუთითეთ სასურველი თანამდებობის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებას!
თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია (CV/სააპლიკაციო ფორმა), შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. წინამდებარე ვაკანსიებზე გამოხმაურების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით, რომ შპს "ქართული კაპიტალ ჯგუფი" უფლებამოსილია დაამუშაოს თქვენი პერსონალური ინფორმაცია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.
თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ორგანიზაცია იტოვებს უფლებას, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან არაუმეტეს 1 წლის განმავლობაში, სამომავლო ვაკანსიაზე თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით. იმ შემთხვევაში თუ გსურთ შპს "ქართული კაპიტალ ჯგუფის" მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან/და განადგურება, ასევე მონაცემთა შესწორება, განახლება ან/და შევსება, შეგიძლიათ მოგვმართოთ შესაბამისი შინაარსის განცხადებით.
შპს "ქართული კაპიტალ ჯგუფი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის და "საქართველოს შრომის კოდექსის" მოთხოვნათა გათვალისწინებით, დისკრიმინაციის აკრძალვისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.