კავკასიის საერთაშორისო ცენტრი წარმოადგენს ქართულ ბაზარზე მოწინავე საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელიც ორიენტირებულია მომხმარებლებისთვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, პრაქტიკაზე დაფუძნებული, მაღალი ხარისხის საგანმანათლებლო სერვისის შეთავაზებაზე. ცენტრის მიზანია, განავითაროს და გააძლიეროს სტუდენტების პროფესიული უნარ-ჩვევები, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს, კონკურენტუნარიანნი იყვნენ როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო შრომის ბაზარზე.
ჩვენ ვეძებთ პროფესიონალ მასწავლებლებს გერმანული, ფრანგული, რუსული, იტალიური და ესპანური ენების მიმართულებით.
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (ლინგვისტიკა, ფილოლოგია ან შესაბამისი მომიჯნავე სპეციალიზაცია);
** პროფილით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** მაღალი მოტივაცია, კეთილსინდისიერება, პასუხისმგებლიანობა;
** გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარები;
** უპირატესობა მიენიჭება უცხოეთში მუშაობის გამოცდილების მქონე ან უცხოეთში განათლებამიღებულ კანდიდატურებს.
ჩვენგან მიიღებთ:
** მოქნილ (არასრულ) სამუშაო გრაფიკს;
** პროფესიული განვითარებისა და უცხოელ კოლეგებთან თანამშრომლობის შესაძლებლობას;
** ბაზარზე კონკურენტუნარიან ანაზღაურებას;
** სხვადასხვა ტრენინგებისა და სემინარების მეშვეობით პროფესიული და პიროვნული ზრდის ხელშეწყობას;
** მაღალი ხარისხის სასწავლო მასალებს და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ სასწავლო გარემოს.
რეზიუმეების მიღების ვადა: 2024 წლის 20 ოქტომბერი.
დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე გამოაგზავნეთ შემდეგ ელფოსტაზე: caucasusinternationalcenter@gmail.com და გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება.