შპს "აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია" წარმოდგენილი წამყვანი სავაჭრო ცენტრებით "სითი მოლი საბურთალო" და "სითი მოლი გლდანი" და პრემიუმ კლასის ბიზნეს ცენტრით "სითი თაუერი" აცხადებს ვაკანსიას სავაჭრო ცენტრის მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე მიმდინარე საოპერაციო პროცესების მართვა/კონტროლი
** სავაჭრო ცენტრში არსებული ობიექტების წარმომადგენლებთან მუდმივი კომუნიკაცია
** სავაჭრო ცენტრსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე სისუფთავისა და წესრიგის უზრუნველყოფა, ხარისხის ზრდაზე მუდმივი ზრუნვა და საუკეთესო შედეგის მისაღწევად შესაბამისი მოქმედებების დაგეგმვა, განხორციელება და კონტროლი
** სადავო და კონფლიქტური სიტუაციების მოგვარებისა და თავიდან ასაცილებლად საჭირო ზომების მიღება
** დაქვემდებარებული თანამშრომლების სწორი კოორდინირება
** სავაჭრო ცენტრის კუთვნილი მატერიალური ფასეულობების დაცვაზე კონტროლის განხორციელება
** შესრულებული და დაგეგმილი სამუშაოების ყოველდღიური და ყოველკვირეული რეპორტინგი
** მენეჯმენტის მიერ განსაზღვრული სხვა მიმდინარე დავალებების შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
** ინგლისური ენის ცოდნა
** MS Office-ის ცოდნა
დაინტერესების შემთხვევაში გაგვიზიარეთ თქვენი რეზიუმე, ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ მისამართზე: hr@igdevelopment.ge და გთხოვთ, მეილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" შესაბამისად, თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია.