jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: სტაჟირება IT აუდიტის გუნდში
მომწოდებელი: Eddwise
გამოქვეყნდა: 20 სექტემბერი / განცხადების ვადა: 11 ოქტომბერი

კომპანია "იდდვაიზი" არის კიბერუსაფრთხოების საკონსულტაციო კომპანია. ჩვენი გუნდი თანამშრომლობს კერძო და საჯარო ორგანიზაციებთან, მათი კიბერუსაფრთხოების მზადყოფნის შესაფასებლად და მდგრადობის გაუმჯობესებისათვის სტრატეგიების შესამუშავებლად.

ვეძებთ ენერგიულ, დეტალებზე ორიენტირებულ კანდიდატს IT აუდიტის გუნდში სტაჟირებისთვის. პოზიცია საინტერესო იქნება კიბერუსაფრთხოების და IT აუდიტის სფეროთი დაინტერესებული პირებისთვის კარიერის საწყის ეტაპზე. სტაჟირების ხანგრძლივობა - 3 თვე, ანაზღაურების გარეშე. გამოსაცდელი ვადის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, კანდიდატი გახდება აუდიტის გუნდის წევრი.

ამ როლის ფარგლებში კანდიდატს ექნება შეხება პროექტებთან, სადაც მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ზომის და ინდუსტრიის ორგანიზაციების IT და კიბერუსაფრთხოების დანერგილი პრაქტიკების შეფასებაში, რეგულაციებთან შესაბამისობის აუდიტებში.

ადგილმდებარეობა: თბილისი, D Block
ხანგრძლივობა: 3 თვე

კვალიფიკაცია:

** IT ინფრასტრუქტურის კომპონენტების (ქსელები, სერვერები, მონაცემთა ბაზები, could) საბაზისო ცოდნა;
** უსაფრთხოების საბაზისო მექანიზმების ცნობადობა (firewall, malware, encryption და სხვა);
** დიდი რაოდენობის მონაცემების ანალიზისთვის საჭირო ტექნიკების ცოდნა;
** ანალიტიკური უნარები და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** რელევანტური სტანდარტების და რეგულაციების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

როლის აღწერა

** გუნდის მხარდაჭერა პროცედურების და პოლიტიკების შეფასებაში, მათი რეგულაციებთან, სტანდარტებთან და საუკეთესო პრაქტიკებთან შესაბამისობის ანალიზი;
** მონაცემთა ანალიზი, პროცესებში შეუსაბამობების აღმოსაჩენად;
** შეფასების პროცესში რისკების და მოწყვლადობების იდენტიფიცირებაში გუნდის მხარდაჭერა;
** სისტემების კონფიგურაციების და პოლიტიკების გარჩევა;
** შეფასების პროცესში საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
** სხვადასხვა უსაფრთხოების სტანდარტებზე, ტექნოლოგიებზე ინფორმაციის მოძიება და გაზიარება.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@eddwise.com 2024 წლის 11 ოქტომბრამდე. Subject: IT Auditor Internship.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |