jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: პრისელერი
მომწოდებელი: თაბუკა
გამოქვეყნდა: 20 სექტემბერი / განცხადების ვადა: 20 ოქტომბერი

სადისტრიბუციო კომპანია "თაბუკა" რომელიც 2005 წლიდან ახორციელებს ევროპული ტკბილეულის და ჩაის დისტრიბუციას საქართველოს მასშტაბით - აცხადებს ვაკანსიას პრისელერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, დიდი დიღომი, გუდვილის მიმდებარედ.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის არსებული სავაჭრო ობიექტების მართვა
** ახალი ობიექტების მოძიება და პარტნიორობის დამყარება
** მოლაპარაკებების წარმოება არსებულ და ახალ სავაჭრო ობიექტებთან
** ქსელის და გაყიდვების ზრდაზე ორიენტირება
** სავაჭრო ობიექტების შეკვეთების მიღება/აღება დამუშავება და საწყობისთვის მიწოდება
** პარტნიორებთან ნაშთების, ფასების და თაროზე წარმოდგენის სტანდატების კონტროლი.
** დებიტორების რეგულარული კონტროლი, ანალიზი და თანხების ამოღება
** დაგეგმილ მარკეტინგულ აქტივობებში ჩართულობა.

ძირითადი მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილების შესახებ დადასტურებული ინფორმაცია.
** სავალდებულოა მართვის მოწმობა B კატეგორია და სასურველია პირადი მსუბუქი სატრანსპორტო საშუალების ქონა.
** უძრავი ან მოძრავი ქონებით უზრუნველყოფის შესაძლებლობა
** კომუნიკაციის, მოლაპარაკებისა და კავშირების დამყარების უნარი.
** მყარი გადაწყვეტილებების მიღების უნარი.
** პუნქტუალურობა, მოწესრიგებულობა და ორგანიზებულობა.
** გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაცია.
** პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

გთავაზობთ:

** ანაზღაურება: ფიქსირებული და ბონუსი (საშუალოდ 1300 - 2000)
** ტრანსპორტის თანხით და საწვავით უზრუნველყოფას
** ხელფასის ზრდის პერსპექტივას
** მეგობრულ გარემოს
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** სტაბილურ ანაზღაურებას და ბონუსებს
** კეთილმოწყობილ სამუშაო სივრცეს

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი რეზიუმე/CV ფოტოსურათთან ერთად გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: cvtabuka@gmail.com და გთხოვთ აუცილებლად სათაურის ველში "subject" მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "პრისელერი" წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV ვერ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |