jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: პირველადი წარმოების მენეჯერი
მომწოდებელი: ფუდ მენეჯმენტ გრუპი
გამოქვეყნდა: 20 სექტემბერი / განცხადების ვადა: 20 ოქტომბერი

შპს "FMG (Food Management Group)" აცხადებს ვაკანსიას პირველადი წარმოების მენეჯერის პოზიციაზე.

"FMG (Food Management Group)" 2012 წლიდან აწარმოებს და რეალიზაციას უწევს საკვებ პროდუქტებს და თანმდევ მომსახურებებს. კომპანია სპეციალიზდება კორპორატიული კვების, ივენთ-ქეითერინგისა და კაფეტერიების მართვაში. დღეისათვის FMG ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშეა საქართველოს კვების მენეჯმენტის ბაზარზე. წამყვანი მენეჯერების მრავალწლიანი გამოცდილება და 100+ პროფესიონალ თანამშრომელთა გუნდის ძალისხმევა ყოველწლიურად უზრუნველყოფს კომპანიის დინამიურ ზრდასა და ქეითერინგის მაღალ სტანდარტების დანერგვას.

გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, არაუმეტეს 40 სამუშაო საათისა.
8 საათიანი სამუშაო გრაფიკი, + 1 საათიანი შესვენება.
ანაზღაურება: 1000-დან 1500-მდე ნეტი, კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად.
მდებარეობა: თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

** ყოველდღიურად საწარმოო პროცესების დაგეგმვა და წარმოების პროცესის მართვა;
** წარმოებისათვის საჭირო ნედლეულის რეცეპტურების მიხედვით კალკულაცია და დამხმარე მასალების ნაშთების კონტროლი;
** წარმოების ბიუჯეტირების მართვა
** ასორტიმენტის გაზრდაზე ზრუნვა
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის კონტროლი HACCP-ის
** დაქვემდებარებული პერსონალის მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი, რეცეპტურის დაცვა, ჰასპისა და შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია, მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება კვების ინდუსტრიაში
** სასურველია, განათლება კვების ინდუსტრიის მიმართულებით; საწარმოო და ოპერაციული მენეჯმენტის მიმართულებით ბიზნესში
** MS Office-ის და Excel-ის პრაქტიკული ცოდნა;
** წარმადობის ოპტიმიზაცია, უვნებლობის სტანდარტების ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

** გუნდის მართვის და საქმის დელეგირების უნარი
** პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** შრომისმოყვარეობა;
** დროის ეფექტურად მართვა;
** ორგანიზებულობა;

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ ანაზღაურებას
** პროფესიული და კარიერული განვითარების პერსპექტივას
** სამედიცინო დაზღვევას
** კვების უზრუნველყოფას
** ფიტპასი

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@fmgroup.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ბმული:

FMG - Facebook გვერდი
FMG - Instagram გვერდი



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |