jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: საწყობის თანამშრომელი/დამხმარე
მომწოდებელი: თაბუკა
გამოქვეყნდა: 20 სექტემბერი / განცხადების ვადა: 20 ოქტომბერი

სადისტრიბუციო კომპანია "თაბუკა" რომელიც 2005 წლიდან ახორციელებს ევროპული ტკბილეულის და ჩაის დისტრიბუციას საქართველოს მასშტაბით - აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის / დამხმარეს პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დიდი დიღომი, გუდვილის მიმდებარედ.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პუნქტუალურობა
** მოწესრიგებულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი
** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა

ფუნქცია-მოვალეობები:

** დისტრიბუციისთვის პროდუქციის გამზადება
** საწყობში შემოსული პროდუქციის დასაწყობება
** წუნდებული პროდუქციის დახარისხება
** სხვადასხვა სასაწყობე საქმიანობაში ჩართულობა

გთავაზობთ:

** მეგობრულ გარემოს
** სტაბილურ ანაზღაურებას და ბონუსებს
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** კეთილმოწყობილ სამუშაო სივრცეს
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს

ანაზღაურება: ფიქსირებული 600 ₾ + ბონუსი
სამუშაო დრო: ნახევარი განაკვეთი
ხელფასის ზრდის პერსპექტივა

სასურველია დაინტერესებული პირის საცხოვრებელი ადგილი მდებარეობდეს დიდი დიღმის მიმდებარედ /ქალაქის დასავლეთ ნაწილში.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი რეზიუმე/CV ფოტოსურათთან ერთად გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: cvtabuka@gmail.com და გთხოვთ აუცილებლად სათაურის ველში "subject" მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "საწყობის თანამშრომელი" წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |