jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: კვების ობიექტის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: ქართული კვების კომპანია
გამოქვეყნდა: 20 სექტემბერი / განცხადების ვადა: 30 სექტემბერი

შპს "ქართული კვების კომპანია" აცხადებს ვაკანსიას კვების ობიექტის ადმინისტრატორის პოზიციაზე, ქ. თბილისში (აღმაშენებელი)

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომერციული ობიექტის ყოველდღიური მუშაობის ხელმძღვანელობა და კონტროლი;
** კომერციულ ობიექტზე სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის ყოველდღიური კონტროლი;
** ყველა სააღრიცხვო დოკუმენტის წარმოება;
** ობიექტზე ტექნიკის სწორად ექსპლუატაციის მუდმივი კონტროლი;
** სამუშაო დღის ბოლოს პროგრამული და სალარო რეალიზაციის შედარება;
** კომერციულ ობიექტზე არსებულ ნავაჭრ თანხაზე პასუხისმგებლობა და კონტროლი, ასევე დროული ინკასაცია (კომპანიის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვა);
** პერიოდული ანგარიშების წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება კვების ობიექტის (რესტორანი, კაფე) ადმინისტრატორის/მენეჯერის პოზიციაზე;
** საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა;
** სარესტორნო/მაღაზიის პროგრამის ცოდნა;
** უპირატესობა მიენიჭება FINA პროგრამაში მუშაობის გამოცდილების მქონე პირებს.

სამუშაო საათები: 09:00-18:00 / (აქედან 1 საათი შესვენება);
სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი / კვირაში 5 დღე;
ანაზღაურება: 1000-1300 ლარი;

ბენეფიტები: კომპანია გთავაზობთ ჯანმრთელობის დაზღვევასა და კვებით უზრუნველყოფას.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@gfc.ge, 2024 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |