გერმანული კომპანია "სი ემ იქს სოლუშენსი" 2012 წლიდან ოპერირებს საერთაშორისო ბაზარზე, ფილიალებით ბერლინში, სკოპიეში, ერევანში, ალმათსა და თბილისში. მრავალენოვანი კონტაქტ-ცენტრის საშუალებით მომსახურებას ვუწევთ მსხვილ საერთაშორისო კომპანიებს. ორიენტირებული ვართ შემომავალ ზარებსა და ელექტრონული კორესპონდენციის დამუშავებაზე.
ამჟამად თბილისის გუნდში 250-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული და გაფართოების მიზნით ვეძებთ მოტივირებულ კანდიდატებს მომხმარებელთა მომსახურების-ტექნიკური მხარდაჭერის გერმანულენოვანი სპეციალისტის პოზიციაზე სრულ ან ნახევარ სამუშაო განაკვეთზე.
მდებარეობა: თბილისი
სამუშაო განრიგი: მოქნილი გრაფიკი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** მომხმარებელთა მომსახურება შემომავალი ზარის და ელექტრონული მიმოწერის საშუალებით;
** მომხმარებლის მოთხოვნის დადგენა, ინფორმაციის მოძიება და დაკვალიანება.
** ტექნიკური მხარდაჭერის გაწევა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** გერმანული ენის ცოდნა, მინიმალური ცოდნის დონე C1;
** გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
** მაღალი კომპიუტერული უნარ ჩვევები;
** ტექნიკის და ტექნოლოგიების მიმართ ინტერესი;
** მომხმარებელზე ორიენტირებულობა და თავაზიანობა;
** სისხარტე, ოპერატიულობა;
** სიზუსტე, აკურატულობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** სამუშაო გამოცდილება არ მოითხოვება.
ჩვენ გთავაზობთ:
** კონკურენტულ საწყისს ანაზღაურებას 2400-3000 ლარის ოდენობით (გადასახადების ჩათვლით), გამოცდილების გათვალისწინებით;
** გარანტირებულ ხელფასის მატებას ყოველ ექვს თვეში;
** გარანტირებული ბონუსი - პირველი 6 თვის განმავლობაში მინიმუმ 250 ლარის ოდენობით (გადასახადების ჩათვლით), ხოლო გეგმის შესრულების შემთხვევაში 380 ლარის ოდენობით (გადასახადების ჩათვლით);
** რეკომენდაციის ბონუსს 500 ლარის ოდენობით (გადასახადების ჩათვლით), თითოეულ რეკომენდებულ კანდიდატზე;
** მორგებულ სამუშაო გრაფიკს;
** დისტანციურად მუშაობის საშუალებას;
** ანაზღაურებად ტრენინგ კურსს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** მეგობრულ და სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** განვითარებისა და წინსვლის შესაძლებლობას.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ შეავსეთ თქვენი მონაცემები აღნიშნულ პლატფორმაზე: https://cmx-solutions.peopleforce.io/careers/v/81430-deutschsprachiger-kundenservice-technik-support-spezialist-tiflis-georgien?source_id=25503
კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ მეილზე: jobs@cmx-solutions.com
აპლიკაციის წარდგენით ვაცხადებ თანხმობას, რომ შპს "სიემიქს სოლუშენსმა" რეკრუტირების პროცესთან დაკავშირებით შეინახოს ჩემ მიერ მოწოდებული დოკუმენტები და პერსონალური მონაცემები 3 წლის ვადით დასაქმების კამპანიაში მათი შემდგომი გამოყენების მიზნით.
ამავე დროს ინფორმირებული ვარ, რომ ნებისმიერ დროს შემიძლია უარი განვაცხადო თანხმობაზე, თუმცა ვიცი, რომ უარის შემთხვევაში შპს "სიემიქს სოლუშენს" ვეღარ შეძლებს ჩემთან დაკავშირებას სამომავლო პოტენციური რეკრუტირების პროცესში, იმ პოზიციებთან მიმართებით რომელიც შესაძლოა შესაფერისი იყოს ჩემი კანდიდატურისთვის.