jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ადმინისტრაციული ასისტენტი
მომწოდებელი: ბალტიკ ტექსტაილ თრეიდინგ ჯორჯია
გამოქვეყნდა: 20 სექტემბერი / განცხადების ვადა: 20 ოქტომბერი

"ბალტიკ ტექსტაილ თრეიდინგ ჯორჯია" დაარსადა 2021 წელს და არის ერთ-ერთი წარმატებული ახალგაზრდა კომპანია, რომელიც არის "Humana People to People Baltic"-ის ნაწილი.

"Humana People to People Baltic" მეორადი მაღაზიების ერთ-ერთი წამყვანი ქსელია ევროპაში. კომპანიის შექმნის იდეა იყო მეორადი ტანსაცმლის გამოყენებით შეგვექმნა ფონდების მოზიდვის მოდელი, რაც ერთის მხრივ საშუალებას მისცემდა ადამიანებს ეყიდათ კარგი ხარისხის ტანსაცმელი გონივრულ ფასად და მეორეს მხრივ მიღებული რესურსები გამოგვეყენებინა მდგრადი გლობალური განვითარების პროექტების მხარდაჭერად.

დღეს "Humana People to People Baltic" აქტიურად ოპერირებს მსოფლიოს 17 ქვეყანაში, აქვს 300 -ზე მეტი მაღაზია, დასაქმებული ჰყავს 3600- ზე მეტი ადამიანი და ჩართულია მდგრადი გლობალური განვითარების პროექტების მხარდაჭერაში აფრიკაში, აზიასა და ლათინურ ამერიკაში.

წელს ჩვენ დავიწყეთ საქართველოში მაღაზიათა ქსელის კიდევ უფრო გაფართოება და კომპანიის განვითარება, ვეძებთ ადამიანს, რომელიც მზად არის ჩაერთოს საოპერაციო მიმართულების განვითარებაში.

კომპანიაში ვეძებთ:

აქტიურ, მეგობრულ, კომუნიკაბელურ, დეტალებზე ორიენტირებულ, მულტიფუნქციურ ადმინისტრაციული ასისტენტს, რომელთან ერთადაც შევძლებთ გავამარტივოთ სამუშაო პროცესი, შევქმნათ/განვაახლოთ პროცედურები და დავნერგოთ სხვადასხვა სისტემა.

საქმე რომლებშიც გვჭირდება შენი დახმარება:

** სერვის პროვაიდერებთან კომუნიკაცია, შესაბამისი ხელშეკრულების მომზადება, ხელმოწერის უზრუნველყოფა;
** ობიექტების მიხედვით კომუნალური მომსახურებების, დავალიანების მონიტორინგი, განახლების ან/და ხარვეზის შემთხვევაში სერვისის მომწოდებელთან კომუნიკაცია;
** ყოველდღიური/ყოველკვირეული/ყოველთვიური გადახდების მონიტორინგი. გადარიცხვების დამტკიცების ფაილის მომზადება, დამტკიცება;
** მიღებულ სერვისებთან და ხარჯებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შეგროვება, დაფაილება/დაარქივება;
** კანდიდატების განაცხადების გადარჩევა, გასაუბრების დაგეგმვა;
** შრომითი დოკუმენტაციის მომზადება, განახლება, ხელმოწერის უზრუნველყოფა;
** სამუშაო დროის, შვებულების, ბიულეტენის და ა.შ. აღრიცხვის მონიტორინგი. თანამშრომლებისთვის უკუკავშირის მიწოდება;
** სხვადასხვა HR ბაზების განახლება და რეპორტების წარმოება;
** ონბორდინგიდის, შეფასების, სამოტივაციო სისტემების დანერგვაში ჩართულობა, მონიტორინგი;
** HR პროცედურებისა და პოლიტიკების შექმნასა და დანარგვაში მონაწილეობის მიღება.

გამოცდილება და ცოდნა რომელიც მნიშვნელოვანია რომ გქონდეს:

** 2 წლამდე ადმინისტრირების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** 1-2 წლამდე HR ადმინისტრირებაში მუშაობის გამოცდილებაა;
** რითეილში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ადმინისტრაციული და შრომითი კანონმდებლობის ინსტრუმენტების ცოდნა;
** ინგლისურ ენაზე ვერბალური და წერითი კომუნიკაციის, დოკუმენტების შექმნის შესაძლებლობა.

სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00
ანაზღაურება: 1500 ლარი (NET) გამოსაცდელ პერიოდში, 1800 ლარი (NET) გამოსაცდელ პერიოდის შემდეგ.
გამოსაცდელი პერიოდი: 3 (ერთი) თვე;
სამუშაო ენა: ქართული, ინგლისური;
ლოკაცია: ქ. თბილისი, გლდანი, ვეკუას ქ.

თუ გაგიჩნდა სურვილი რომ გახდე ჩვენი დიდი გუნდის ნაწილი გამოგვიგზავნე შენი CV ელექტრონულ მისამართზე adm.bttg@humana-georgia.ge სივის გამოგზავნისას გთხოვ, რომ იმეილის სათაურის (Subject) ველში გადაიტანო ეს დასახელება: "ადმინისტრაციული ასისტენტი".

წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ CV-ს წარდგენა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან მისი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, როგორც შრომითი ურთიერთობის დამყარებამდე პერიოდში, ასევე ასეთი ურთიერთობის დასრულებიდან კანონით განსაზღვრული ვადით. დამსაქმებელი იტოვებს უფლებას ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის კანდიდატის CV გაუზიაროს მესამე პირ (-ებ)საც.

მადლობა დაინტერესებისათვის.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |