jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: VR Holding
გამოქვეყნდა: 23 სექტემბერი / განცხადების ვადა: 23 ოქტომბერი

"VR HOLDING" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე:

"VR Holding" 2010 წლიდან ოპერირებს საქართველოში და გამორჩეულ დეველოპერულ პროექტებს ქმნის. ერთ-ერთი მათგანი კრწანისი რესორტ რეზიდენსია, რომელიც რამდენიმე ტიპის პროდუქტს მოიცავს: ვილებს, აპარტამენტებს, როიალ თაუნჰაუსებსა და მულტიფუნქციურ სივრცეს.

კრწანისი რესორტ რეზიდენსი არის პირველი რესორტული ტიპის დასახლება თბილისში, რომელიც მდებარეობს ისტორიულ, დიპლომატიურ უბანში და გაშენებულია 20 ჰექტარზე, ეკოლოგიურად ჯანსაღ გარემოში.

სამუშაო განაკვეთი: სრული.
ადგილმდებარეობა: გროგოლ ვოლსკის ქ. N7
კომპანიის ვებგვერდი: https://vr.ge

ძირითადი მოვალეობები:

** მაცხოვრებლისთვის ბინის გასაღების ჩაბარება და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება;
** მაცხოვრებლის მოთხოვნით მიმდინარე პროექტში ვიზიტის დაგეგმვა;
** მიმდინარე და დასრულებული პროექტების მაცხოვრებლებთან სხვადასხვა სახის ინფორმაციის გაზიარება;
** მაცხოვრებლებისგან შემოსული ზარებისა და შეტყობინებების პასუხი;
** დასრულებული პროექტების მაცხოვრებლებთან ყოველთვიური მომსახურების გადახდაზე ინფორმაციის გაგზავნა და შესაბამისი უკუკავშირი;
** მიმდინარე და დასრულებული პროექტების მაცხოვრებლებისაგან მიღებული ტექნიკური ხარვეზების შესახებ ინფორმაციის გადაგზავნა შესაბამისი დეპარტამენტებისათვის;
** მაცხოვრებლებისგან მიღებული კორესპონდენციის მართვა;
** უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული პოზიციასთან შესაბამისი სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე (წერითი; ვერბალური);
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** საოფისე პროგრამების (MS Office Word, Excel, PowerPoint) ცოდნა.

პიროვნული უნარები:

** კომუნიკაბელურობა;
** დროის ეფექტურად მართვისა და ვადების დაცვის უნარი;
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი.

სამუშაო საათები: 10:00-19:00

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, 2024 წლის 23 ოქტომბრამდე გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: HR@vr.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: ოფისის მენეჯერი

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის

მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. თქვენი რეზიუმე გამოყენებული იქნება მხოლოდ დასაქმების მიზნებისთვის. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე თქვენი კანდიდატურის განხილვისთვისაც.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |