ბრიტანულ-ქართული აკადემია აცხადებს ვაკანსიას მდედრობითი სქესის სპორტის მხარდამჭერი მასწავლებლის პოზიციაზე. აკადემია გთავაზობთ შემდგომ განვითარების შესაძლებლობას მასწავლებლის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, ლეო კვაჭაძის 17 (ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია)
სამუშაო განაკვეთი: სრული
ფუნქცია-მოვალეობები:
** სპორტის გაკვეთილების მსვლელობისას მასწავლებლებისა და მოსწავლეების მხარდაჭერა;
** კლასგარეშე აქტივობის დაგეგმვა და ჩატარება;
** მოსწავლეებთან თბილი და მზრუნველი ურთიერთობის დამყარება;
** პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნა და მოსწავლეების მოტივაციის ამაღლება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
აპლიკაციის მიღების პროცედურა:
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ ფოსტაზე career@bga.ge, არაუგვიანეს 2024 წლის 06 ოქტომბერს. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "სპორტის მხარდამჭერი მასწავლებელი".
ბრიტანულ-ქართული აკადემიისთვის, როგორც საგანმანათლებლო მნიშვნელოვანია ბავშვთა და მოზარდა ინტერესების დაცვა. უსაფრთხო შერჩევის პროცედურის უზრუნველსაყოფად პოზიციით დაინტერესებული ნებისმიერი კანდიდატი იქნება წარმოადგინოს ყოფილი დამსაქმებლისგან სარეკომენდაციო ცნობა/წერილი, ასევე სხვა საჭირო დოკუმენტები, მათ შორის შრომის კოდექსით გათვალისწინებული ცნობები ნასამართლეობის შესახებ.
ვაკანსიაზე განაცხადის შემოტანით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური ინფორმაცია, რომელიც ჩვენი კომპანიის მიერ დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ორგანიზაცია იტოვებს უფლებას შეინახოს და დაამუშაოს თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის პერსონალური მონაცემები, მიღებიდან 1 წლის განმავლობაში, შემდგომი დასაქმების შეთავაზებებისთვის. თქვენ გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს მოგვმართოთ ამავე გზით და მოითხოვოთ მონაცემების წაშლა ან/და გამოყენების შეწყვეტა.