"ზებრა გრუპი" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე (ნახევარ განაკვეთზე).
სამუშაო ადგილი: თბილისი, მთაწმინდის რ-ნი, რუსთაველის გამზირის მიმდებარედ.
სამუშაო საათები: ნახევარი განაკვეთი (გრაფიკი შეთანხმებით)
ხელფასი: 1200-დან 1500 ლარამდე - გამოცდილების შესაბამისად.
ანგარიშგება კომპანიების დირექტორთან.
ფუნქცია-მოვალეობები:
** ბუღალტრული მონაცემების დამუშავება 1C პროგრამაში;
** მესამე პირებთან ურთიერთობა;
** ყოველთვიური და ყოველწლიური დეკლარაციების მომზადება და წარდგენა;
** საგადასახადო საკითხების მართვა;
** ხელფასებისა და გადახდის უწყისების მართვა;
** კონტროლი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ეკონომიკის ან ფინანსების განხრით;
** მთავარ ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება;
** საბუღალტრო პროგრამის 1C მაღალ დონეზე ცოდნა;
** საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა;
საჭირო უნარ-ჩვევები:
** დროის ეფექტიანად მართვა;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** შრომისმოყვარეობა;
** პასუხისმგებლობა.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV, ფოტოსურათი და სამოტივაციო წერილი ელფოსტის მისამართზე: job@zebra-group.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "მთავარი ბუღალტერი".
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
გისურვებთ წარმატებას!