"USA2GEORGIA" აცხადებს ვაკანსიას აეროპორტის ჯგუფის ოპერატორის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, აეროპორტი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: 1500 ლარი
"USA2GEORGIA"-ში ჩვენ შევქმენით ისეთი სამუშაო გარემო, სადაც ფასდება შრომისმოყვარეობა, კოლეგიალურობა და პროფესიული განვითარების მოტივაცია.
** თუ ხართ კეთილსინდისიერი, თავაზიანი და კომუნიკაბელური ადამიანი;
** თუ გსურთ, დასაქმდეთ ისეთ სტაბილურ და მზარდ კომპანიაში, როგორიც არის USA2GEORGIA; გეძლევათ შესაძლებლობა, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს.
ფუნქცია/მოვალეობები:
** ჩამოსული ამანათების დახარისხება;
** ამანათების დასტიკერება;
** ამანათების ტრანსპორტირება კომპანიის არსებულ ფილიალებში.
აუცილებელი ცოდნა და უნარები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** მართვის მოწმობა B კატეგორია სასურველია;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
აღნიშნული ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: career.usa2georgia@gmail.com 2024 წლის 22 ოქტომბრამდე.
გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
გისურვებთ წარმატებებს!