A ტიპის აკრედიტებული ინსპექტირების ორგანო შპს "ინსპექტ-ა" დაკომპლექტებული მაღალკვალიფიციური, მაღალ პასუხისმგებლობიანი და მეგობრული გუნდით, ეძებს ტექნიკურ ზედამხედველს, სამრეწველო და სამოქალაქოს შენობა-ნაგებობების მიმართულებით.
ძირითადი მოთხოვნები:
** მაგისტრის აკადემიური ხარისხის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (საინჟინრო სფეროში);
** 7 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** საპროექტო პროგრამების საბაზისო ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების (Microsoft) ცოდნა
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** მშენებლობის დაწყებისთანავე დაკონტრაქტებული საპროექტო დოკუმენტაციის შესწავლა, განხილვა;
** მიმდინარე პროექტების ზედამხედველობა და მონიტორინგი;
** მიმდინარე სამუშაოების ხარისხის კონტროლი, სახელმწიფო ნორმებთან და მშენებლობის წარმოების ტექნოლოგიასთან შესაბამისობის შეფასება;
** სამშენებლო სამონტაჟო სამუშაოების, გამოყენებული მასალების, ნაკეთობების და კონსტრუქციების პროექტთან შესაბამისობის კონტროლი;
** მშენებლობის კალენდარული გრაფიკის და შესრულებული სამშენებლო სამუშაოების ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობის კონტროლი;
** კონტრაქტორის მიერ ობიექტზე შემოსული და გამოსაყენებელი მასალების, დანადგარებისა და ნაკეთობების ხარისხის შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის (მათ შორის ხარისხის სერტიფიკატების) შემოწმება;
** ფარული სამუშაოების აქტების მომზადება-დადასტურებაში მონაწილეობის მიღება;
ანაზღაურება: 2000 ლარიდან. კომპანია საკუთარი სახსრებით ანაზღაურებს თანამშრომლის ჯანმრთელობის დაზღვევის საბაზისო პაკეტს.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: geo.inspecta@gmail.com
გისურვებთ წარმატებას!