jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: საოპერაციო დირექტორი
მომწოდებელი: KTL - კავკასიის ტრანსპორტი და ლოგისტიკა
გამოქვეყნდა: 23 სექტემბერი / განცხადების ვადა: 23 ოქტომბერი

სატრანსპორტო კომპანია შპს "კავკასიის ტრანსპორტი და ლოგისტიკა" (KTL) აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო დირექტორის პოზიციაზე.

ჩვენს კომპანიას აქვს 20 წლიანი გამოცდილება საერთაშორისო გადაზიდვებში, ფლობს საკუთარ ავტოპარკსა და საბაჟო საწყობებს საქართველოში და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში. მომხმარებელს ვთავაზობთ საერთაშორისო გადაზიდვების სრულ სპექტრს. ჩვენი წარმატების უკან დგანან პროაქტიული და პროფესიონალი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ რომ საერთო მონდომებით ნებისმიერი დასახული მიზნის მიღწევა შესაძლებელია.

ფუნქცია-მოვალეობები:

** დაქვემდებარებული მიმართულებების: ტვირთების გადაზიდვა (სახმელეთო, საკონტეინერო, საზღვაო და საჰაერო გადაზიდვები, ნაკრები ტვირთებისა და არაგაბარიტული ტვირთების გადაზიდვა, ადგილობრივი ტრანსპორტირება) და დამხმარე სერვისების (საბაჟო-საბროკერო, საწყობი და ავტოპარკი) საოპერაციო მართვა.
** საოპერაციო ბიზნეს პროცესების ჩამოყალიბება, ანალიზი და ოპტიმიზაცია. განსაკუთრებით ტრანსპორტირება/ლოგისტიკის/საწყობის მართვის მიმართულებით.
** კომპანიის საოპერაციო საქმეების ყოველდღიური მართვა და მუდმივი მონიტორინგი, მაქსიმალური ხარისხობრივი და ფინანსური ეფექტის მისაღწევად.
** საოპერაციო რისკების ანალიზი და მართვა.
** ფინანსური და საოპერაციო შედეგების ყოველთვიური/ყოველკვარტალური ანალიზი; საოპერაციო მაჩვენებლების (KPI) სისტემის ჩამოყალიბება.
** ყოველკვარტალური/წლიური გეგმების დასახვა და შესრულების უზრუნველყოფა-კონტროლი და მათ შესასრულებლად შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
** ახალი ბიზნეს შესაძლებლობების იდენტიფიცირება და ბიზნესის ზრდასთან დაკავშირებული სხვადასხვა ინიციატივების შემუშავება.
** დაქვემდებარებაში მყოფი გუნდების ხელმძღვანელობა ბიზნესის ზრდასა და ბიზნესთან დაკავშირებული კულტურის ჩამოყალიბების უზრუნველყოფის მიზნით.
** მომსახურების ხარისხის ახალი სტანდარტების შემუშავება, დანერგვა და მონიტორინგი
** სერვისების მომწოდებლებთან და კლიენტებთან ურთიერთობის ახალი სისტემის დანერგვა (SRM/CRM/TMS), საქმიანი ურთიერთობების გაუმჯობესება და უკეთესი საოპერაციო და ფინანსური მაჩვენებლების მიღწევა.
** კომპანიის სტრატეგიის ფორმირებაში მონაწილეობა, სტრატეგიული მიზნების დასახვა და დირექტორთა საბჭოსთან თანამშრომლობა.
** გენერალური დირექტორის მხარდაჭერა სხვადასხვა საქმიანობაში
** გენერალური დირექტორის მიერ გაცემული დავალებების შესრულება (კომპეტენციის ფარგლებში)

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, ბიზნეს ადმინისტრირების ან ფინანსური მიმართულებით (სასურველია ლოგისტიკაზე ფოკუსით)
** ზედა მენეჯმენტის პოზიციაზე მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება
** აუცილებელია მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ლოგისტიკის/ტვირთების გადაზიდვის სფეროში
** აუცილებელია მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება გუნდების მართვისა და დელეგირების მიმართულებით
** გამოცდილება პროექტების მართვაში (PMP სერტიფიკატი ჩაითვლება უპირატესობად)
** ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა, რუსული ენის ცოდნა სასაუბრო/საკომუნიკაციო დონეზე
** Microsoft Office პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა
** ERP, SRM, CRM, TMS-თან დანერგვისა და მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

პიროვნული თვისებები:

** ძლიერი ლიდერული უნარები
** ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
** ეფექტური ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის უნარი
** გუნდების მართვის უნარი
** ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნების უნარი
** მოლაპარაკების წარმოების უნარი
** დროის ეფექტური მართვის უნარი
** დისციპლინირებული და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** დროის ეფექტურად მართვის უნარი

ჩვენ გთავაზობთ:

** დასაქმებას დინამიურ და მზარდ კომპანიაში
** საინტერესო და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაოს
** ახალგაზრდულ და მოტივირებულ გუნდს
** თანამედროვე და კეთილმოწყობილ სამუშაო ადგილს
** კვალიფიკაციის შესატყვის ანაზღაურებას

დამატებითი ინფორმაცია

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 09:30 -18:30
** ანაზღაურება: შეთანხმებით
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ავლაბარი, მეტროსადგურის სიახლოვეს.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი სამოტივაციო წერილი და CV შემდეგ ელფოსტაზე:
hr@ktl-georgia.com.

სათაურის ველში მიუთითეთ "საოპერაციო დირექტორი".

ნუ დაელოდებით განცხადების ამოწურვის ვადას, გამოქვეყნების დღიდან ჩვენ ვუკავშირდებით პოტენციურ კანდიდატებს.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |