jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: TopTrans
გამოქვეყნდა: 23 სექტემბერი / განცხადების ვადა: 23 ოქტომბერი

საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანია "TopTrans", აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი პირობები:

სამუშაო ადგილი: თბილისი, დიდუბის რაიონი, მირცხულავას N 11
სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი 10:00 - 18:00
ანაზღაურების სისტემა: ინდივიდუალური, კვალიფიკაციის მიხედვით (გამოცდილების არ მქონე პირები არ განიხილებიან) და ბონუსები გაყიდვებიდან.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის ბაზიდან პოტენციური კლიენტების მოძიების მიზნით სატელეფონო ზარების განხორციელება ადგილობრივ კომპანიებთან
** შეკვეთის მიღება და კლიენტების ბაზაში გაფორმება
** შეხვედრების ორგანიზება, საჭიროების შემთხვევაში დასწრება
** შეკვეთის დასრულებამდე კლიენტებთან კომუნიკაცია ინფორმაციის გაცვლის მიზნით
** გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება იმპორტიორ და ექსპორტიორ კომპანიებთან

ძირითადი მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება - სავალდებულოა სატელეფონო გაყიდვების გამოცდილება 6 თვე და მეტი. ქოლ ცენტრის ან/და ლოგისტიკურ სფეროში სატელეფონო გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად
** საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ფლობა (Excel, MS Office, Outlook/E-mail);
** CRM და BIA ბაზებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად .
** უცხო ენები: ინგლისური, რუსული

შერჩევის ეტაპები:

** მიღებული განაცხადების განხილვა
** გასაუბრება

გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე/CV გამოაგზავნოთ შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: logistics@toptrans.ge

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |