jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: ოლივანდერ გრუპი
გამოქვეყნდა: 23 სექტემბერი / განცხადების ვადა: 23 ოქტომბერი

შპს "ოლივანდერ გრუპი" ეძებს გუნდის ახალ წევრებს. კომპანია "ოლივანდერ გრუპი" ყველასათვის საყვარელი ფილმებისა და ანიმაციების ბრენდული მაღაზიების ოპერატორი კომპანიაა საქართველოში.

ამ ეტაპზე ცხადდება ვაკანსია მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

თუ შენ:

** გიყვარს ფილმები, ანიმაციები და მათი ნახვა შენი ყოველდღიურობის ნაწილია;
** ხარ ენერგიული, პოზიტიური და კომუნიკაბელური;
** შეგიძლია შენი საყვარელი ფილმებისა და ანიმაციების შესახებ გაუჩერებლად საუბარი;
** სასაუბრო დონეზე ფლობ ინგლისურ ან სხვა რომელიმე უცხო ენას;

მაშინ, ეს ვაკანსია ნამდვილად შენთვისაა!

სამუშაოს აღწერა:

** მომხმარებლებისთვის ამომწურავი და სრულფასოვანი ინფორმაციის მიწოდება პროდუქციის შესახებ;
** პროდუქციის მახასიათებლების, ბრენდის, სტანდარტებისა და კომპანიის შინაგანაწესის ზედმიწევნით ცოდნა და დაცვა;
** გაყიდვების ზრდაზე ზრუნვა;
** პროდუქტის რეალიზაციის და სხვა ოპერაციების გაყიდვების პროგრამაში გატარება;
** სალარო ოპერაციების განხორციელება;
** ფილიალის სივრცეში წესრიგის დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლიანობა;
** ფილმებისა და ანიმაციების შესახებ რაც შეიძლება მეტი ცოდნა და ამ ცოდნის მომხმარებლებისთვის გაზიარება.

ანაზღაურება: ფიქსირებული 750 ლარი და პლუს ბონუსი

ვაკანტური ადგილები თბილისის ფილიალებში: სითი მოლი (ოლივანდერის მაღაზია)
განაკვეთი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით ნახევარი დღე, 10:00 - 16:00 სთ ან 16:00- 22:00 სთ, შაბათ-კვირას 1 სრული დღე მუშაობა (10:00-22:00 სთ), 1 დღე სრული დასვენება (ცვლასთან შეთანხმებით)

ვაკანტური ადგილები ბათუმის ფილიალებში: გრანდ მოლი (ოლივანდერის მაღაზია)
განაკვეთი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით ნახევარი დღე, 10:00-16:00 სთ ან 16:00-22:00 სთ, შაბათ-კვირას 1 სრული დღე მუშაობა (10:00-22:00 სთ), 1 დღე სრული დასვენება (ცვლასთან შეთანხმებით)

სხვა ბენეფიტები:

** 30 %-იანი კორპორატიული ფასდაკლება კომპანიის ყველა ბრენდულ ფილიალში;
** ფიტპასი

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: HR@ollivandergroup.com და Subject-ის ველში მიუთითეთ თქვენთვის პრიორიტეტული ფილიალის დასახელება.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |