"Business Hub" - ეძებს უფროს ბუღალტერს სამშენებლო დეველოპერული კომპანიისთვის.
ლოკაცია - სამგორის მეტროს მიმდებარე ტერიტორია
კომპანია "Business Hub" არის ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, რომელიც სპეციალიზებულია საგადასახადო, ბუღალტრული და ფინანსური მომსახურებების სფეროში. ასევე, უზრუნველყოფს იურიდიული და ბიზნესთან დაკავშირებული მომსახურებების სრულ სპექტრს.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსების ან ბუღალტერიის სფეროში
** მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბუღალტრის პოზიციაზე
** საბუღალტრო პროგრამების ცოდნა
** ქართული საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა
** IFRS სტანდარტების ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება
ძირითადი მოვალეობები:
** ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად
** საბუღალტრო დოკუმენტაციის ეფექტური მართვა, მათ შორის დამუშავება, დაარქივება და სისტემური აღრიცხვა
** ფინანსური ტრანზაქციების და საბანკო ოპერაციების აღრიცხვა საბუღალტრო პროგრამაში
** მოთხოვნებისა და ვალდებულებების მართვა, მათ შორის ანგარიშსწორების პროცესების კოორდინაცია და შედარება
** rs.ge პორტალზე მუშაობა
** კანონმდებლობით გათვალისწინებული საგადასახადო და საპენსიო ანგარიშგებების დროული მომზადება და შესაბამის უწყებებში წარდგენა
** სხვადასხვა ტიპის ანგარიშებისა და რეპორტების მომზადება
პიროვნული თვისებები:
** ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა
** ძლიერი ორგანიზაციული და კომუნიკაციის უნარები
** MS Excel-ის სიღრმისეული ცოდნა
ჩვენ გთავაზობთ:
** ანაზღაურება: 2000-3000 ლარი (გამოცდილების მიხედვით)
** სამუშაო გრაფიკი: 10:00-18:00 საათამდე, ორშაბათიდან პარასკევი დღის ჩათვლით
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა
** პოზიციისთვის საჭირო სასწავლო კურსების სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტის მისამართზე: info@bhub.ge ; სათაურის ველში მიუთითეთ: უფროსი ბუღალტერი
Business Hub - თქვენი წარმატების საწინდარი!