კომპანია OneSoft აცხადებს ვაკანსიას დისტანციური მხარდაჭერის დეპარტამენტში ასისტენტის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ:
კომპანია OneSoft წარმოადგენს ERP სისტემების პროვაიდერს საქართველოს პროგრამული უზრუნველყოფის ბაზარზე.
დეტალური ინფორმაცია კომპანიის შესახებ იხილეთ ვებ-გვერდზე: http://www.1soft.ge
ფუნქცია-მოვალეობები, ანუ ჩვენ შეგასწავლით:
** 1C სააღრიცხვო პროგრამის ეფექტურად გამოყენებისთვის საჭირო ** საკონსულტაციო მომსახურების გაწევა
** მომხმარებლის ტექნიკური მხარდაჭერა 1C სააღრიცხვო პროგრამაში მუშაობის დროს
** მომხმარებლის ყოველდღიურ სამუშაო პროცესში არსებული საკითხების ლოგიკური და სისტემური გაანალიზება, გადაჭრა
** მომხმარებლის მხრიდან დაფიქსირებული მოთხოვნის შესაბამის რგოლებთან გადამისამართება
** მომხმარებლის მომართვებზე ოპერატიული რეაგირება
** პოზიციასთან დაკავშირებული სხვა ტექნიკური სამუშაოები
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** კარგი ანალიტიკური და კომპიუტერული უნარები
** ბუღალტრული, საგადასახადო და ფინანსური აღრიცხვის საფუძვლების ცოდნა
უპირატესობად ჩაითვლება;
** ინგლისური/რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
** სამუშაო გამოცდილება
** 1C სტანდარტული გადაწყვეტების ცოდნა
პოზიციისთვის აუცილებელი უნარები / თვისებები:
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა
** ეფექტური წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარები
** მიზანმიმართულობა, შედეგებსა და დეტალებზე ორიენტირებულობა
** შესასრულებელი სამუშაოების დაგეგმვის, ანალიზის და დროის მართვის უნარი
** ინფორმაციის მოძიების და დამუშავების უნარი
** სტრესულ და არასტანდარტულ სიტუაციაში მუშაობის უნარი
** მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებულობა
სამუშაო პირობები:
** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, დავით გამრეკელის №2, ბიზნეს ცენტრი აქსის პალასი
** სამუშო განრიგი: ჰიბრიდული (დისტანციურად ან/და ადგილზე)
** სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე - CV ელ-ფოსტაზე: info@1soft.ge და გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - ასისტენტი დისტანციური მხარდაჭერის დეპარტამენტში.
OneSoft გისურვებთ წარმატებას!