"თბილღვინო" ღვინის მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა საქართველოში. კომპანიის ისტორია 1962 წლიდან იწყება, როდესაც საქართველოში ყველაზე დიდი ღვინის საწარმო გაიხსნა, რომელიც 90-იან წლებში კერძო კომპანიად იქცა და მალევე დაიმკვიდრა მნიშვნელოვანი ადგილი საერთაშორისო ბაზარზე.
კომპანია დღეის მდგომარეობით 170-მდე მუდმივ თანამშრომელს ასაქმებს. ფლობს ორ თანამედროვე წარმოებას თბილისსა და ყვარელში, 402 ჰექტრამდე ვენახებს კახეთის რეგიონში.
დაარსებიდან დღემდე, კომპანიამ უდიდესი აღიარება და უამრავი ჯილდო მოიპოვა ისეთ საერთაშორისო კონკურსებზე, როგორებიცაა Decanter London, IWSC, IWC, Mondial, Berlin Wine Trophy და ბევრი სხვა.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: http://www.tbilvino.ge.
"თბილღვინო" აცხადებს ვაკანსიას საამქროს თანამშრომლის პოზიციაზე ღვინის ჩამოსხმის, მზა პროდუქციის და დამხმარე მასალების საამქროში.
ფუნქცია-მოვალეობები:
** ჩამოსასხმელი ხაზის შესაბამის უბანთან მუშაობა;
** პროდუქციის შესაფუთ მაგიდასთან მუშაობა;
** პროდუქციის შეფუთვა სტანდარტის/ინსტრუქციის შესაბამისად;
** ინიციატივის გამოჩენა სამუშაო პროცესისა და მზა პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით;
** ჩამოსხმის პროცედურის თანამიმდევრობის დაცვა;
** სანიტარია-ჰიგიენის წესების დაცვა;
** კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება.
ანაზღაურება: ჯამური ანაზღაურება ხელზე ასაღები 900 - 1000 ლარი
სხვა პირობები:
** სამუშაო ადგილი: თბილისი, დავით სარაჯიშვილის #2
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, I ცვლა - 08:00 - 17:00 / II ცვლა - 10:00 - 19:00. შესვენება - 1 საათი
** კომპანია უზრუნველყოფს ჯანმრთელობის დაზღვევას
დაინტერესების შემთხვევაში გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: join@tbilvino.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება (საამქროს თანამშრომელი) ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 595 895421.
CV-ის გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "თბილღვინომ" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.