jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: ქართული ღვინის სახლი
გამოქვეყნდა: 23 სექტემბერი / განცხადების ვადა: 23 ოქტომბერი

კომპანია "ქართული ღვინის სახლი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

ანაზღაურება: 3500 - 4000 ლარი.
სამუშაო განაკვეთი/გრაფიკი: სრული / ორშაბათი - პარასკევი, 9:30 სთ. - 18:30სთ.
ადგილმდებარეობა: თბილისი, სულხან ცინცაძის ქ. N 58

სავალდებულო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სამუშაო გამოცდილება მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე 5 -7 წელი;
** უცხო ენების - რუსული და ინგლისური - უმაღლეს დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (MS Excel, MS Outlook, MS Word);

ძირითადი მოვალეობები:

** ჰოლდინგის მარკეტინგული სტრატეგიის განსაზღვრა და განვითარება;
** მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება;
** ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებსა და კონკურსებში მონაწილეობის მისაღებად მომზადება, დაგეგმვა და შესაბამისი პროცესების მართვა;
** მოკლევადიანი და გრძელვადიანი მარკეტინგული გეგმის შემუშავება, განხორციელება, მონიტორინგი და რეპორტინგი;
** მომხმარებლების ქცევისა და კონკურენტების/ბაზრის ანალიზი;
** მარკეტინგული მასალების მომზადება და პროცესების მართვა;
** ბეჭდურ კომპანიებთან მუშაობა ბრენდირებული მასალების შესაქმნელად;- ** დიზაინერებთან და სტამბებთან თანამშრომლობა: მათთვის ტექნიკური დავალებების მომზადება (კატალოგები, ეტიკეტები, სარეკლამო მასალები, სავაჭრო მარკები) და მათი შესრულების კონტროლი;
** საბეჭდად გამზადებული მასალების (ეტიკეტები, კონტრეტიკეტები, კატალოგები, მენიუები და ა.შ) სისწორის გადამოწმება და კონტროლი;
** ინტერნეტ მარკეტინგი: სოციალური მედია და ინტერნეტ განთავსება;
** ჰოლდინგის FB, Instagram გვერდების და ვებ გვერდის ადმინისტრირება ორ ენაზე;
** შიდა და საექსპორტო გაყიდვების გუნდთან თანამშრომლობა, პარტნიორების მოზიდვის და გაყიდვების ზრდის მიზნით, სპეციალური შეთავაზებების მომზადება;
** ბრენდის ცნობადობის ამაღლებაზე მუშაობა;
** ყოველთვიური და წლიური ბიუჯეტების მომზადება და შესრულების კონტროლი
** მენეჯმენტისთვის რეპორტების მომზადება გარკვეული პერიოდულობით.
** ჰოლდინგის მფლობელობაში არსებული რესტორნის სრული მარკეტინგული მხარდაჭერა.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე: hr.gwhouse@gmail.com

აუცილებელია სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |