jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: KTL - კავკასიის ტრანსპორტი და ლოგისტიკა
გამოქვეყნდა: 23 სექტემბერი / განცხადების ვადა: 23 ოქტომბერი

სატრანსპორტო კომპანია შპს "კავკასიის ტრანსპორტი და ლოგისტიკა" (KTL) აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ჩვენს კომპანიას აქვს 20 წლიანი გამოცდილება საერთაშორისო გადაზიდვებში, ფლობს საკუთარ ავტოპარკსა და საბაჟო საწყობებს საქართველოში და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში. მომხმარებელს ვთავაზობთ საერთაშორისო გადაზიდვების სრულ სპექტრს. ჩვენი წარმატების უკან დგანან პროაქტიული და პროფესიონალი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ რომ საერთო მონდომებით ნებისმიერი დასახული მიზნის მიღწევა შესაძლებელია.

ფუნქცია-მოვალეობები:

** არსებულ დამკვეთებთან კომუნიკაცია, შეხვედრების ორგანიზება, სიახლეების გაცნობა და ახალი სერვისების შეთავაზება
** სატრანსპორტო ბაზრის შესწავლა, სეგმენტირება, ბაზების შექმნა, მუდმივი განახლება და ახალი დამკვეთების იდენტიფიცირება
** დაკვეთების რაოდენობის გაზრდის მიზნით სტრატეგიული გეგმის შემუშავება და განხორციელება
** ახალი დამკვეთების მოძიება, მათთვის კონკრეტული შეთავაზების მომზადება, შეხვედრის ჩანიშვნა, პრეზენტაციის ჩატარება და მოლაპარაკებების წარმოება საჭირო ხელშეკრულების გაფორმების მიზნით
** შეკვეთის მიღება/გაფორმება და მისი ოპერატიულად შესრულების გაკონტროლება
** გაყიდვების შემდგომი კომუნიკაცია დამკვეთთან
** ყოველკვირეული რეპორტების მომზადება, კვირის განმავლობაში გაფორმებული ხელშეკრულებებისა და კლიენტების შესახებ
მოზიდული დამკვეთების პორტფელის წარმოება, რეპორტინგი და ანალიტიკა

მოთხოვნები:

** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე (სატრანსპორტო სფეროში)
** დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და არგუმენტირების უნარი
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
** მოლაპარაკების ეფექტურად წარმოების უნარი, კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** მიზანდასახულობა და საქმის ბოლომდე მიყვანის უნარი

პიროვნული თვისებები:

** პროაქტიული და მოტივირებული
** გუნდში მუშაობის უნარი
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ
** კრეატიულობა
** პიროვნული განვითარების სურვილი
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** დროის ეფექტურად მართვის უნარი

ჩვენ გთავაზობთ:

** დასაქმებას დინამიურ და მზარდ კომპანიაში
** საინტერესო და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაოს
** ახალგაზრდულ და მოტივირებულ გუნდს
** თანამედროვე და კეთილმოწყობილ სამუშაო ადგილს
** კვალიფიკაციის შესატყვის ანაზღაურებას

დამატებითი ინფორმაცია:

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 09:30 -18:30
** ანაზღაურება: შეთანხმებით
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ავლაბარი, მეტროსადგურის სიახლოვეს.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი სამოტივაციო წერილი და CV შემდეგ ელფოსტაზე: hr@ktl-georgia.com.

სათაურის ველში მიუთითეთ "გაყიდვების მენეჯერი".

ნუ დაელოდებით განცხადების ამოწურვის ვადას, გამოქვეყნების დღიდან ჩვენ ვუკავშირდებით პოტენციურ კანდიდატებს.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |