jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ტექნიკური დოკუმენტაციის სპეციალისტი
მომწოდებელი: EGT Georgia
გამოქვეყნდა: 23 სექტემბერი / განცხადების ვადა: 23 ოქტომბერი

საერთაშორისო კომპანია "EGT Georgia" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური დოკუმენტაციის სპეციალისტის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: უმაღლესი განათლება
ენები: ქართული, ინგლისური

ძირითადი მოვალეობები:

** არსებული და ახალი პროდუქციის შესახებ ტექნიკური სახელმძღვანელოების მომზადება/თარგმნა, ოპტიმიზაცია და მათი ვერსიების კონტროლი;
** არსებული და ახალი ინსტრუქციების/გაიდლაინების მომზადება/თარგმნა, ოპტიმიზაცია და მათი ვერსიების კონტროლი;
** არსებული და ახალი პროცედურების შესახებ სახელმძღვანელოების მომზადება/თარგმნა, ოპტიმიზაცია და მათი ვერსიების კონტროლი;
** სხვადასხვა სახის ტრენინგისთვის საჭირო მასალების მომზადება;
** სხვადასხვა სახის პრეზენტაციების მომზადება;
** დოკუმენტაციისთვის განკუთვნილ შიდა მოხმარების პლატფორმაზე ინფორმაციის განთავსება და მუდმივი განახლება.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან პროფესიული განათლება;
** დოკუმენტაციის თარგმნა/მომზადებაზე მუშაობის 1-წლიანი გამოცდილება;
** MS Word-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** სასურველია თარგმნის პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია გრაფიკული პროგრამების ცოდნა;
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** ლოგიკური აზროვნების უნარი;
** ახალი ტექნოლოგიების ათვისების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დისციპლინირებულობა და თვითკონტროლი.

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ და სასიამოვნო გარემოს;
** სტაბილურ სამსახურსა და კონკურენტულ მზარდ ანაზღაურებას;
** პროფესიული ზრდისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
** ჯანმრთელობის დაზღვევას

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career-georgia@egt.com. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "ტექნიკური დოკუმენტაციის სპეციალისტი". ველით თქვენს განაცხადს და გისურვებთ წარმატებას!

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე/CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |