jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: შიდა აუდიტორი
მომწოდებელი: საქართველოს კარიტასი
გამოქვეყნდა: 23 სექტემბერი / განცხადების ვადა: 6 ოქტომბერი

ა (ა)იპ საქველმოქმედო ფონდი "საქართველოს კარიტასი" აცხადებს ვაკანსიას შიდა აუდიტორის თანამდებობაზე.

ვაკანსია ღიაა ყველა დაინტერესებული იურიდიული თუ ფიზიკური პირისთვის.

შიდა აუდიტორი ანგარიშვალდებულია: აღმასრულებელ დირექტორთან და მისი მეშვეობით "საქართველოს კარიტასის" სამეთვალყურეო საბჭოსა და დამფუძნებელთა ასამბლეასთან.

სამუშაო დროის პერიოდი: სამუშაოს დაწყების მოსალოდნელი თარიღია 2024 წლის 15 ოქტომბერი, ხოლო დასრულების დრო, შეთანხმების მიხედვით.

ძირითადი დავალებები:

** შიდა კონტროლის, პოლიტიკების და პროცედურების ადეკვატურობის და ეფექტურობის შეფასება, რომელიც არეგულირებს ფინანსურ მართვას, პროგრამის განხორციელებას და ადმინისტრაციულ პროცესებს;
** სააღრიცხვო პრაქტიკის განხილვა, ფინანსური ანგარიშების შეფასება, ფულადი სახსრების ნაკადების პერსპექტივების შემოწმება, აქტივების ფიზიკურად არსებობის დადგენა;
** კონცენტრირება სამართლიანობაზე, თანასწორობასა და გამჭვირვალობაზე, გრანტების მართვასა და ადმინისტრირებასთან დაკავშირებით;
** ფონდის ოპერაციებში, პროგრამებსა და აქტივობებში არსებული რისკების და დაუცველობის იდენტიფიცირება და შეფასება, მათ შორის ფინანსური, ოპერაციული და რეპუტაციული რისკები;
** შესაბამის კანონებთან, რეგულაციებთან, დონორთა მოთხოვნებთან და შიდა პოლიტიკებთან შესატყვისობის უზრუნველყოფა, ეთიკური სტანდარტების და საუკეთესო მმართველობის პრაქტიკის დაცვა;
** რეკომენდაციები შიდა კონტროლის, რისკების მართვის პროცესების და მმართველობის პრაქტიკის გასაუმჯობესებლად, გამოვლენილი რისკების შესამცირებლად და ორგანიზაციული ეფექტურობის გასაძლიერებლად;
** აუდიტის გეგმის შემუშავება მმართველ გუნდთან და აუდიტის კომიტეტთან კონსულტაციით, შიდა აუდიტის საქმიანობის ძირითადი ფოკუსირების სფეროების, ამოცანების და პრიორიტეტების განსაზღვრით;
** ადგილზე აუდიტი, მათ შორის მონაცემთა შეგროვება და ანალიზი, დოკუმენტაციის განხილვა, პერსონალთან გასაუბრება და აუდიტის ტესტების და პროცედურების ჩატარება, შესაბამისობის და ეფექტურობის შესაფასებლად;
** მკაფიო და ლაკონიური აუდიტის მომზადება მოპოვებული მონაცემების, დასკვნების და რეკომენდაციების შესახებ. აუდიტის ანგარიშების მომზადება, რომელიც შეაჯამებს მოპოვებულ მონაცემებს, დასკვნებს და რეკომენდაციებს აღმასრულებელი დირექტორის, სამეთვალყურეო საბჭოს და დამფუძნებელთა ასამბლეისთვის წარსადგენად;
** ორგანიზაციის ფარგლებში რისკების შეფასება, რისკის სფეროების იდენტიფიცირების და პრიორიტეტების დასადგენად, შიდა და გარე ფაქტორების გათვალისწინებით, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს საქართველოს კარიტასის ოპერაციებსა და ამოცანებზე;
** პროცედურების და ტექნიკის დანერგვა ორგანიზაციაში, თაღლითობის, კორუფციის ან გადაცდომის აღმოსაჩენად და თავიდან აცილების მიზნით, მათ შორის გამოძიების ჩატარება და შესაბამის ქმედებებზე რეკომენდაცია, გამოვლენილი ინციდენტების აღმოფხვრის მიზნით;
** კონფიდენციალურობის მკაცრად დაცვა სამუშაო პროცესში მოპოვებულ ყველა ინფორმაციასა და მონაცემზე. ინფორმაცია გამჟღავნდება ავტორიზებული პერსონალისთვის მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში.

ფიზიკური პირისთვის საჭირო უნარები და გამოცდილება:

** სასურველია მაგისტრის ხარისხი ბუღალტერიაში, ეკონომიკაში ან ფინანსებში;
** საერთაშორისოდ აღიარებული აუდიტის პრინციპების და სტანდარტების ცოდნა;
** ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** ქართული/ინგლისური ენის ცოდნა;
** სასურველია ACCA კვალიფიკაცია;
** აუდიტორად მუშაობის მინიმუმ 3-5 წლიანი გამოცდილება;
** აუდიტის პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
** ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook).

კომპანიისთვის აუცილებელი კომპეტენცია:

** კომპეტენტურობა არაკომერციულ სექტორში - აუდიტორულ კომპანიას უნდა ჰქონდეს საფუძვლიანი გამოცდილება და კომპეტენტურობა არაკომერციული, განსაკუთრებით ჰუმანიტარული საქმიანობით დაკავებული ორგანიზაციების აუდიტში. აუცილებელია ესმოდეს არაკომერციული სექტორისთვის დამახასიათებელი სპეციფიკური გამოწვევები და მარეგულირებელი მოთხოვნები.
** პროფესიული აკრედიტაცია - კომპანია უნდა იყოს აკრედიტებული აღიარებული ბუღალტრული და აუდიტორული ორგანიზაციების მიერ.
** შესაბამისობის მოთხოვნების სრული აღქმა - კომპანიას ღრმად უნდა ჰქონდეს გააზრებული საქართველოში არსებული არაკომერციული ორგანიზაციების სამართლებრივ და მარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობა, მათ შორის საგადასახადო რეგულაციები, ფინანსური ანგარიშგების სტანდარტები და დონორთა მოთხოვნები.
** კომუნიკაციის უნარი - ორგანიზაციას უნდა შეეძლოს გარკვევით ახსნას საკუთარი დასკვნები, უზრუნველყოს ქმედითი რეკომენდაციები და რეგულარული კომუნიკაცია საქართველოს კარიტასის მენეჯმენტთან და საბჭოსთან.
** ეთიკური სტანდარტები - აუდიტორულმა ფირმამ უნდა დაიცვას კეთილსინდისიერების, კონფიდენციალურობის და პროფესიული ქცევის პრინციპები, რომლებიც ასახულია შესაბამისი პროფესიული ორგანოების მიერ.
** აუდიტორული ფირმა უნდა იყოს დამოუკიდებელი და თავისუფალი და არ ჰქონდეს ფონდთან ინტერესთა კონფლიქტი.

თუ აკმაყოფილებთ ზემოხსენებულ მოთხოვნებს, გთხოვთ, 2024 წლის 6 ოქტომბრამდე გამოაგზავნოთ თქვენი CV (პიროვნების შემთხვევაში) ან შეთავაზება (კომპანიის შემთხვევაში) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@caritas.ge, სათაურის ველში "შიდა აუდიტი" მითითებით.

ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ: ა (ა)იპ საქველმოქმედო ფონდი საქართველოს კარიტასი, საქართველოში 1994 წელს დაფუძნდა და დღემდე აქტიურად მუშაობს საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების, ჰუმანიტარული, სოციალური, ჯანმრთელობისა და განვითარების სფეროში. ჩვენი მისიაა ვემსახუროთ გაჭირვებულ მოსახლეობას საქართველოში და ხელი შევუწყოთ ქველმოქმედებას, სოციალურ სამართლიანობასა და ადამიანურ განვითარებას, ქრისტიანული ღირებულებების შესაბამისად, თითოეული ადამიანის ღირსების პატივისცემით.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიოთ ჩვენს ვებგვერდს: https://caritas.ge/



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |