jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: გაყიდვების წარმომადგენელი
მომწოდებელი: Castello
გამოქვეყნდა: 23 სექტემბერი / განცხადების ვადა: 23 ოქტომბერი

მულტიბრენდული ავეჯის, განათებებისა და აქსესუარების შოურუმი "CASTELLO" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების წარმომადგენლის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი 40
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

მოთხოვნები:

** აუცილებელია გაყიდვების წარმომადგენლად ანალოგიურ სფეროში მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Word, Excel, Pdf);
** სასურველია Archicad-ის ან 3D MAX-ის პროგრამის ცოდნა;
** უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** უმაღლესი განათლება.

მოვალეობები:

** მაღალი კლასის ევროპული ავეჯის, განათებებისა და აქსესუარების გაყიდვა კომპანიის შოურუმიდან და შეკვეთით;
** გაყიდვების პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება;
** მომხმარებელთა მონაცემთა ბაზების მონიტორინგი და განახლება;
** შეკვეთების მუდმივი კონტროლი;
** არსებულ კლიენტებთან ურთიერთობა, მათ მოთხოვნებზე მორგებული გადაწყვეტილებების შეთავაზება;
** სფეროში მოქმედ დიზაინერებთან თანამშრომლობა;
** ყოველთვიური გაყიდვების რეპორტინგის მომზადება;

პიროვნული მახასიათებლები:

** გუნდურად მუშაობის უნარი
** სისხარტე, პუნქტუალურობა და ყურადღებიანობა
** მოლაპარაკების წარმოების უნარი
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
** მომხმარებელთა საჭიროებისა და მოთხოვნების განსაზღვრა
** კომუნიკაბელურობა და ორგანიზებულობა
** მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** მიმზიდველ და ადეკვატურ სახელფასო სისტემას, ფიქსირებულ ანაზღაურებას + გეგმაზე ორიენტირებულ ყოველთვიურ ბონუსს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კომფორტულ სამუშაო გარემოს და პირობებს;
** თქვენი პოტენციალის მაქსიმალურად რეალიზაციის საშუალებას;
** განვითარებაზე ორიენტირებულ მეგობრულ გუნდს;

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, გთხოვთ მოგვაწოდოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე info@castello.ge და სათაურის ველში - "Subject" მიუთითოთ პოზიციის დასახელება "გაყიდვების წარმომადგენელი" წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მოხდება კანდიდატურის განხილვა.

გისურვებთ წარმატებებს!

ტელ: 591 78 88 99.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |