სუპერმარკეტების ქსელი "მაგნიტი" 2015 წლიდან ფუნქციონირებს. "მაგნიტი" პირველი კომპანიაა, რომელმაც ძირითადი აქცენტი ქსელის რეგიონში განვითარებაზე გააკეთა. ამჟამად კი მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის დედაქალაქშიც, აქტიურადაა წარმოდგენილი.
"მაგნიტი" ინოვაციური ბრენდია, რომელიც წარმოდგენილია მომხმარებლებისთვის საჭირო ასორტიმენტით, ყოველდღიური მოხმარების ახალი და მზა, ასევე ექსკლუზიური და საკუთარი ბრენდის პროდუქტებით.
კომპანიაში ორგანიზაციული ზრდის პროცესი მუდამ მიმდინარეობს. მიმდინარე წლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი თანამშრომელთა კარიერული განვითარება და წინსვლაა.
ამ დროის მონაცემებით, "მაგნიტს" 400 ფილიალზე მეტი აქვს და 4500 თანამშრომელზე მეტი ჰყავს დასაქმებული.
სუპერმარკეტების ქსელი "მაგნიტი" აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის (რეზერვი) პოზიციაზე თბილისში:
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის ქოლ-ცენტრში შემოსულ ზარებზე პასუხი;
** კომპანიის მთავარი ფეისბუქ ფეიჯის ინბოქსში შემოსულ წერილებზე პასუხი და შესაბამისი რეაგირება;
** სხვადასხვა დეპარტამენტთან კომუნიკაცია ქოლ-ცენტრიდან და ინბოქსიდან შემოსული საკითხების შესაბამისად;
** ინფორმაციის შეყვანა რეპორტის სპეციალურ ფორმაში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** აუცილებელია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** MS Office პროგრამების ცოდნა.
სამუშაო გრაფიკი: დისტანციური, ორშაბათი-პარასკევი, 10:00-დან 19:00 საათამდე.
დაინტერესების შემთხვევაში გადმოაგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე: hr1@magniti.ge, გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება subject-ში, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!