jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ღამის ცვლის მოლარე
მომწოდებელი: გასტრონომი
გამოქვეყნდა: 23 სექტემბერი / განცხადების ვადა: 15 ოქტომბერი

"Gastronome Group"-ი დაარსდა 2019 წელს და დღეს უკვე ბაზარზე წარმოდგენილია ექვსი პრემიუმ კლასის დელიკატესების მაღაზიით, კონცეპტუალური შოურუმით "Kitchen and Living by Gastronome" და ოთხი რესტორნით. სულ ცოტა ხნის წინ კი მომხმარებელს შევთავაზეთ, ახალი ქვებრენდი "Brunch By Gastronome", რომელიც მომხმარებელს ექსკლუზიურად გასტრონომის პროდუქციით შექმნილ Take away მენიუს სთავაზობს.

ვებგვერდზე: https://gastronome.ge/
Facebook: https://www.facebook.com/gastronomegroupgeo
Instagram: https://www.instagram.com/gastronome_georgia/

"Gastronome"-ის გუნდში ვეძებთ თანამშრომელს ღამის ცვლის მოლარის პოზიციაზე

ფილიალების ადგილმდებარეობა: ჭავჭავაძის გამზირი 49 დ, ვაკე

საწყისი ანაზღაურება: 1300 ლარი + ბონუსი (3 თვის შემდეგ)
სტაჟირება: 1 კვირა (ანაზღაურებადი)
სამუშაო გრაფიკი: 4 დღეში ერთხელ 24 საათი (4 საათი შესვენების დრო)
ჯანმრთელობის დაზღვევა: 3 თვის შემდეგ, კომპანიის დაფინანსებით

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლებთან ურთიერთობა
** გაყიდული პროდუქციის ფასის გადამოწმება
** გაყიდული პროდუქციის გატარება
** ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით რეალიზაციისას პროცედურების სრული დაცვა
** ონლაინ შეკვეთების მიღება და კონსულტანტებისთვის გადაცემა
** საქონლის უკან დაბრუნებისას ფინანსური საბუთების სრულყოფილად შექმნა
** ელექტრონული ანგარიშფაქტურის და ზედნადების გამოწერა
** მაღაზიაში წარმოებული ფინანსური ოპერაციების დღის დახურვა
** მაღაზიაში არსებული პროდუქციის ზედმიწევნით ცოდნა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** სასურველია მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება მოლარის პოზიციაზე
** უმაღლესი განათლება
** ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა
** კომუნიკაციის გამორჩეული უნარი
** დეტალებზე ორიენტირებული
** ორგანიზებული

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 15 ოქტომბრამდე შემდეგ მისამართზე: vacancy@gastronome.ge

სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად კომპანიამ (შპს სილქ გასტრონომი) შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |