jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: საინფორმაციო შეხვედრა
მომწოდებელი: SKEMA ბიზნეს სკოლა
გამოქვეყნდა: 23 სექტემბერი / განცხადების ვადა: 9 ოქტომბერი

"SKEMA ბიზნეს სკოლის" საინფორმაციო შეხვედრა თბილისში.

განათლების საკონსულტაციო ცენტრი PRIME STUDY გიწვევთ SKEMA ბიზნეს სკოლის საინფორმაციო შეხვედრაზე, რომელიც გაიმართება სასტუმრო პარაგრაფში (თბილისი, თავისუფლების მოედანი) ოთხშაბათს, 9 ოქტომბერს 19 საათზე!
SKEMA Business School სტაბილურად შედის საფრანგეთის ბიზნეს სკოლების რეიტინგების საუკეთესო 5-ეულში, აქვს კამპუსები საკუთრივ საფრანგეთში (ნიცა, პარიზი, ლილი) და მსოფლიოს გარშემო - აშშ, ბრაზილია, სამხრეთ აფრიკა, არაბეთის გაერთიანებული საამიერობი, ჩინეთი. განათლების მიღება სრულად ინგლისურ ენაზე წარმოებს, და ჩასაბარებლად არ მოითხოვება ფრანგული ენის ცოდნა.

საბაკალავრო საფეხურზე არის ბიზნესისა და მენეჯმენტის, ასევე მენეჯმენტისა და საინჟინრო მეცნიერებების პროგრამა. საერთაშორისო ბიზნესის შესწავლის მსურველებს შეუძლიათ საბაკალავრო საფეხური გაიარონ როგორც საფრანგეთში, ასევე აშშ-ში. პროგრამის ხანგრძლივობა 4 წელია, წლიური სწავლის ღირებულება შეადგენს 14 ათას ევროს. აღნიშნული ფასი ვრცელდება აშშ-ს კამპუსზეც, რომელიც მდებარეობს ჩრდილოეთ კაროლინის შტატის დედაქალაქ რალიში. აშშ-ს მასშტაბით ქალაქი ხშირად იღებს აღიარებას ცხოვრების მაღალი დონისა და კარგი ბიზნეს-კლიმატის გამო.

მაგისტრის საფეხურზე სწავლის მსურველებს სასწავლებელი ასევე სთავაზობს 1 და 2 წლის ხანგრძლივობის ინგლისურენოვან პროგრამებს პარიზში, ნიცასა და ლილში.

თუ დაინტერესდით ზემოაღნიშნული შესაძლებლობით, არ გამოტოვოთ 9 ოქტომბრის შეხვედრა, სადაც შესაძლებლობა გექნებათ პირადად გაესაუბროთ სასწავლებლის წარმომადგენელსა და ქართველ კურსდამთავრებულებს და მათგან მიიღოთ დეტალური ინფორმაცია აკადემიური პროგრამებისა და მისაღები მოთხოვნების შესახებ!

შეხვედრაზე დასწრება უფასოა, საჭიროა მხოლოდ წინასწარი ონლაინ რეგისტრაცია ბმულზე: https://programmes-skema.skema.edu/skema-event-tbilisi-09-10-2024

განათლების საკონსულტაციო ცენტრი PRIME STUDY
https://www.primestudy.ge/



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |