jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: პროექტის მენეჯერის ასისტენტი - ესპანურენოვანი
მომწოდებელი: ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი
გამოქვეყნდა: 23 სექტემბერი / განცხადების ვადა: 23 ოქტომბერი

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წამყვანი კომპანიაა საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე, რომლის მიზანია თბილისისა და მისი შემოგარენის ხარისხიანი, უსაფრთხო და საიმედო წყალმომარაგებით უზრუნველყოფა. GWP 2022 წლიდან ესპანური ჰოლდინგის Aqualia-ს წევრი ორგანიზაციაა. Aqualia წყალმომარაგების დარგში ერთ-ერთი მოწინავე კომპანიაა, რომელიც 18 ქვეყანაში ოპერირებს.

ვეძებთ გუნდის ახალ წევრს პროექტის მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე - ესპანურ ენოვანი.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, მედეა (მზია) ჯუღელის ქ #10
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-დან 18:00-მდე.

ძირითადი მოვალეობები:

** პროექტის მენეჯერის მხარდაჭერა ადმინისტრაციული და ტექნიკური მიმართულებით;
** ანგარიშებისა და პრეზენტაციების მომზადება;
** პროექტის მენეჯერის სახელით კომუნიკაცია დონორებთან, პარტნიორებთან და სხვა ოფიციალურ პირებთან;
** პროექტის მენეჯერის კალენდრის მართვა, შეხვედრების ორგანიზება, შეხვედრაზე დამსწრე პირების ინფორმირება;
** პასუხისმგებლობა კორპორატიული დოკუმენტების მართვაზე; სხვადასხვა ტიპის, მათ შორის კონფიდენციალური კორესპონდენციის/მასალების მომზადება და ადმინისტრირება;
** ბიზნეს შეხვედრებზე დასწრება, ჩანაწერების გაკეთება და დავალებების პასუხისმგებელ პირებზე გადანაწილება;
** ზეპირი (სინქრონში) და წერილობითი ინფორმაციის თარგმნა;
** შემოსული ზარებისა და კორესპონდენციის მართვა, პრიორიტეტების მიხედვით ორგანიზება და შესაბამისი პირებისთვის მიწოდება;
** შემოსული და გასული კორესპონდენციის რეგისტრაცია და შესაბამის რეაგირებაზე კონტროლი;
** პროექტების დასრულებისას დოკუმენტაციების კონსოლიდირება და დადგენილი წესის შესაბამისად დაარქივება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

** უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** სასურველი მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია ERP პროგრამაში სამუშაო გამოცდილება;
** ესპანური და ინგლისური ენის C1 დონეზე ფლობა;
** Ms office პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@gwp.ge არა უგვიანეს 2024 წლის 23 ოქტომბრისა.

გთხოვთ, საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |