jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტ. მობილური ჯგუფის ტექნიკოსი
მომწოდებელი: კომუნიკაციების ეროვნული კომისია
გამოქვეყნდა: 23 სექტემბერი / განცხადების ვადა: 18 ოქტომბერი

"საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია" აცხადებს გამარტივებულ კონკურსს კომუნიკაციების კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მობილური ჯგუფის ტექნიკოსის პოზიციაზე.

თანამდებობრივი სარგო: 1665 ლარი (დარიცხული)
ანგარიშვალდებულება: სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მონიტორინგის ჯგუფის უფროსის წინაშე;
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე

ძირითადი ფუნქციები (მოვალეობები):

** სამაუწყებლო (ტელევიზია, რადიო), ფიჭური (GSM, UMTS, LTE, IMT, 5G) და სხვა რადიოსიხშირული ქსელების და სისტემების რადიო, ტექნიკური და მომსახურებების ხარისხობრივი მახასიათებლების მონიტორინგის ჩატარებისას ინჟინრების დახმარება;
** რადიოსიხშირულ სპექტრში, ელექტრომაგნიტური ვითარების კვლევაში ინჟინრების დახმარება;
** არალიცენზირებული რადიოგადამცემი საშუალებების გამოვლენაში ინჟინრების დახმარება;
** მომხმარებლებთან ინტერნეტის ხარისხის მონიტორინგის ჩატარება;
** სამომხმარებლო აპარატურის მუშაობის ხარისხის შემოწმება;
** ფიქსირებული სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის და სერვისების ინსპექტირების ჩატარება;
** საველე პირობებში ფიზიკური ინფრასტრუქტურის ოპერატორების მიერ მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმება;
** ჩატარებული სამუშაოების შედეგად მიღებული ინფორმაციის დოკუმენტირება და დამუშავება;
** ჯგუფის უფროსისა და დეპარტამენტის ხელმძღვანელის სხვა დავალების შესრულება;
** შესრულებული სამუშაოს ანგარიში (წლიური, კვარტალური, ყოველთვიური (მოთხოვნის შემთხვევაში).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება: ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ან არასრული უმაღლესი განათლება (დამამთავრებელი კურსის სტუდენტი) ტელეკომუნიკაციების, რადიოტექნიკის, ელექტრონიკის, ფიზიკის, რადიოფიზიკის ან ინფორმაციული ტექნოლოგიების/მეცნიერებების მიმართულებით.

შენიშვნა: მოთხოვნილი აკადემიური კვალიფიკაცია - ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ტელეკომუნიკაციების, რადიოტექნიკის, ელექტრონიკის, ფიზიკის, რადიოფიზიკის ან ინფორმაციული ტექნოლოგიების/მეცნიერებების მიმართულებებით კომპენსირდება სულ მცირე 2 წლიანი სამუშაო გამოცდილებით ინჟინერიის, მონიტორინგის ან/და მობილური ან სამაუწყებლო ქსელების რადიომონიტორინგის კუთხით და უმაღლესი განათლებით.

პროფესიული კვალიფიკაცია:

** აუცილებელია: B კატეგორიის მართვის მოწმობა.
** სასურველი სამუშაო გამოცდილება: მონიტორინგის მიმართულებით მობილური ან სამაუწყებლო ქსელების რადიომონიტორინგის კუთხით.
** ენების ცოდნა: ინგლისური ენა - B2
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: MS Office (Word Excel, Power Point) - კარგი;

სასურველია:

** MapInfo;
** GoogleEarth;
** QGIS

კომპეტენცია და უნარები:

** სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის ეფექტიანი მართვა;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
** ქართულ ენაზე წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სიმაღლეზე მუშაობისთვის შესაბამისი ფიზიკური ჯანმრთელობა.

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დასაქმების პირობა

ინტერესთა კონფლიქტი:

"მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად ინტერესთა კონფლიქტს წარმოადგენს და კომისიაში ნებისმიერ საშტატო პოზიციაზე არ შეიძლება დაინიშნოს პირი თუ:

ა) არის სხვა ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი;
ბ) არის პოლიტიკური პარტიის წევრი;
გ) ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს იმ პირისათვის, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;
დ) ფლობს იმ საწარმოს აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;
ე) არის თანამდებობის პირი, წარმომადგენელი, რწმუნებული ან კონსულტანტი იმ პირისა, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;
ვ) აქვს სხვა პირდაპირი ან არაპირდაპირი ეკონომიკური ინტერესი იმ პირის მიმართ, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს.

თუ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ გამოვლინდა აღნიშნული გარემოება, დანიშნული პირი გათავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან.

კონკურსში მონაწილეობის მიღება:

მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე vacancy@comcom.ge აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს: თავისი რეზიუმე (CV), უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, მოთხოვნის შესაბამისი სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები (შრომის წიგნაკი, ცნობა სამუშაო ადგილიდან ან დამსაქმებელთან გაფორმებული ხელშეკრულების ასლი), ხელწერილი ინტერესთა კონფლიქტის არ ქონის შესახებ "მაუწყებლობის შესახებს საქართველოს კანონის" მე-11 მუხლის შესაბამისად. (იხ. ბმული - http://comcom.ge/uploads/other/5/5796.docx).

გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მობილური ჯგუფის ტექნიკოსი".

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომუნიკაციების კომისიის მხრიდან დამუშავდება დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

კონკურსის ეტაპებია: საბუთების გადარჩევა, ზეპირი დავალება და გასაუბრება.

საბუთების მიღების ვადაა: 2024 წლის 23 სექტემბრიდან 18 ოქტომბრის ჩათვლით.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |