jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: გაზგასამართი სადგურის გამმართველი, გამმართველი ცვლის უფროსი
მომწოდებელი: ნეოგაზი
გამოქვეყნდა: 23 სექტემბერი / განცხადების ვადა: 23 ოქტომბერი

კომპანია "ნეოგაზი" აცხადებს ვაკანსიას გაზგასამართი სადგურის გამმართველი ცვლის უფროსის და გამმართველის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა:

** დიღომი - ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი N121.
** აეროპორტი - ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი მე-13 კმ.
** ორთაჭალა - ქ. თბილისი, გულუას ქ. N22
** ვარკეთილი - ჯავახეთის ქ. ვარკეთილი 3-ის საცხოვრებელი რ-ნის III მ/რ-ის მოპირდაპირედ.
** საბურთალო - უნივერსიტეტის ქ. #6.
** მარნეული - 26 მაისის ქუჩა.
** ავჭალა - სარაჯიშვილის გამზ. #39
** ნატახტარი - მცხეთის რ-ნი, ს. წეროვანი.

სამუშაო საათები:

** 24 საათიანი ცვლა ყოველ მეოთხე დღეს (სამუშაო დღეების რაოდენობა თვის ჭრილში 7-8 დღე)
** 10 საათიანი დღის ცვლა ყოველ მეორე დღეს (15 სამუშაო დღე თვეში)

ანაზღაურება:

** გამმართველი ცვლის უფროსი 24 საათიანი ცვლა - 875 ლარი (დარიცხული)
** გამმართველი 24 საათიანი ცვლა - 625 ლარი (დარიცხული).
** გამმართველი 10 საათიანი ცვლა (დღის ცვლა) - 662.50 ლარი (დარიცხული).

ბენეფიტები:

** ჯანმრთელობის დაზღვევა კომპანიის ხარჯით;
** ყოველთვიური ბონუსი - თანამშრომლის მიერ თვის ჭრილში რეალიზებული ** კუბური მეტრი გაზის მოცულობის შესაბამისად
** პროფესიული განვითარება;

ფუნქცია/მოვალეობები:

** ავტომობილის გამართვა ბუნებრივი აირით;
** კომპანიის მიერ დამტკიცებული მომხმარებელთა მომსახურების სტანდარტის დაცვა;
** უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
** სალარო ოპერაციების შესრულება;
** მომხმარებლის ინფორმირება არსებული აქციისა და ფასდაკლების შესახებ.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

** სასურველია მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** საბაზისო მათემატიკური უნარები;
** ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა.

თუ გსურთ, რომ შემოუერთდეთ მეგობრულ და ხალისიან გუნდს გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: hr@neogas.ge ან დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე: 591 205 281.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |