jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ავტო ექსპრეს მომსახურების მენეჯერი
მომწოდებელი: ავტორაიდერი
გამოქვეყნდა: 23 სექტემბერი / განცხადების ვადა: 23 ოქტომბერი

შპს "ავტორაიდერი", საერთაშორისო ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას ავტო ექსპრეს მომსახურების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მაღაზიის შოურუმში, შემოსული მომხმარებლისთვის საჭირო ზეთის და ფილტრის დროული მოძიება;
** შეთავაზებულ მომსახურებაზე მომხმარებლის თანხმობის შემთხვევაში, სერვისის პროცესის კოორდინაცია და მონიტორინგი;
** პრობლემის დაფიქსირებისას, ხელოსნის კონსულტირება სწორი მომსახურების გაწევის მიზნით;
** სექტორის პერსონალის შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი
პროდუქციისა და მომსახურების შესაბამისი თანხის გადახდის ასახვა პროგრამულად
** რეალიზაციის ზრდაზე მაქსიმალური ზრუნვა;
** მარაგების ოპტიმალური დონის შენარჩუნებაზე ზრუნვა
** მარაგებისა და შეკვეთების მუდმივი კონტროლი
** ყოველი თვის დასაწყისში ინვენტარიზაცია და შედეგების მიწოდება ბუღალტრისთვის

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** კატალოგთან მუშაობის გამოცდილება
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ფლობა
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** ბუღალტრული პროგრამა FINA-ს ცოდნა
** სასაქონლო-მატერიალური აქტივების თანმხლები დოკუმენტების მომზადების ცოდნა (ზედნადები, ანგარიშ-ფაქტურა)

სამუშაო პირობები:

ადგილმდებარეობა: თბილისი, დიდუბის მიმდებარედ, ქსნის ქუჩისკენ მიმავალ გზაზე.

** ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი, ბონუსების მოქნილი და ეფექტური სისტემა
** სამუშაო გრაფიკი: ოთხშაბათიდან -კვირის ჩათვლით, 10:00-18:00;

განაცხადის შემოტანის ვადაა 14 დღე, ვაკანსიის გამოქვეყნებიდან.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, CV გამოაგზავნოთ ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: b.mebonia@autorider.ge მეილის სათაურში მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით CV-ს.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |