შპს "აკო" 2016 წლიდან აქტიურად ოპერირებს სავალუტო ბაზარზე კვალიფიციურ გუნდთან ერთად. ის წარმოდგენილია ამჟამად ორი 24 საათიანი ფილიალებით: თბილისის აეროპორტსა და ალ. ყაზბეგის 17-ში. კომპანია ორიენტირებულია ზრდასა და განვითარებაზე, რაც ასახულია მომხმარებელთა მზარდ რიცხვზე.
შპს "აკო" აცხადებს ვაკანსიას სავალუტო ჯიხურის მოლარე-ოპერატორის თანამდებობაზე.
ლოკაცია: თბილისის საერთაშორისო აეროპორტი / ალ. ყაზბეგის 17
ანაზღაურება: დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე
სამუშაო გრაფიკი: 10:00-19:00
ძირითადი მოვალეობები:
** კლიენტთა სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურება;
** ნაღდ ფულთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება;
** ფულადი სახსრების მართვა და კონტროლი სალაროში;
** ვალუტის გაცვლითი ოპერაციების წარმოება;
** დოკუმენტაციის სწორი და დროული წარმოება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (კლიენტებთან საკომუნიკაციო დონეზე);
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
უნარ-ჩვევები:
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კარგი ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** კეთილსინდისიერი, მოტივირებული, შრომისმოყვარე, ორგანიზებული;
** კლიენტების თავაზიანად მომსახურების უნარი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV მისამართზე akaki.doghonadze@gmail.com და Subject ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (მოლარე-ოპერატორი).