ევროპაბეთი 2010 წლის ნოემბრიდან მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და ერთ-ერთ წამყვან პოზიციას იკავებს ონლაინ სათამაშო ბიზნესის სფეროში. 2015 წლიდან კი საერთაშორისო ბრენდის - "Betsson Group"-ის წევრია. ხარისხიანი მომსახურებისა და სერვისების ფართო არჩევანი კომპანიის ძირითადი მიზანი და ფასეულობაა. კომფორტული და შემოქმედებითი სამუშაო გარემო კი თანამშრომლების ზრდისა და განვითარებისკენაა მიმართული.
ამ ფასეულობების დამსახურებით ევროპაბეთი გამორჩეული დამსაქმებელია ლოკალურ ბაზარზე და ამას ის ფაქტიც ადასტურებს რომ 2024 წლის იანვარში კომპანიამ ტოპ დამსაქმებლის სტატუსი მიიღო, მსოფლიო ტექ ინდუსტრიის ჭრილში.
სრული ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული
კომპანია "ევროპაბეთი" აცხადებს ვაკანსიას europop.ge-ის სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქციები:
** europop.ge-ის სოციალური ქსელების გვერდების მართვა;
** სოციალური მედია სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება;
** სოციალური ქსელების არხებისთვის კონტენტის შექმნა, შესაბამის გუნდებთან ერთად ფოტო და ვიდეო მასალებზე მუშაობა;
** მომხმარებლებთან კომუნიკაცია.
მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** სპორტის მოწინავე სახეობების მაღალ დონეზე ცოდნა;
** ქართულ ენაზე გამართულად წერისა და საუბრის უნარი;
** ინგლისური ენის ცოდნა (დამატებით რომელიმე უცხო ენის ფლობა ჩაითვლება უპირატესობად);
** Adobe Photoshop-სა და Adobe Premiere Pro-ში, წინასწარ მომზადებულ პროექტებზე, მუშაობის უნარი;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** ახლის სწავლასა და განვითარებაზე ორიენტირებულობა;
** დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, 10 ოქტომბრამდე გამოგვიგზავნოთ თქვენი CV- ი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@europebet.com და წერილის სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "europop.ge-ის სოციალური მედიის მენეჯერი".