კომპანია "ელთიბი" აცხადებს ვაკანსიას არაკომერციული შესყიდვების სპეციალისტის თანამდებობაზე.
კომპანია "ელთიბი" წარმოადგენს ავეჯის მასალების იმპორტიორ ლიდერ კომპანიას. "ელთიბის" აქვს საკუთარი მაღაზიები/მომსახურება და საქართველოს მასშტაბით დილერთა ფართო ქსელი, სადაც წარმოდგენილია მრავალფეროვანი და ხარისხიანი ასორტიმენტი, კომპანია ორიენტირებულია მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზებაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიაში არსებული არაკომერციული შესყიდვების ეფექტურად დაგეგმვა და მართვა
** მომწოდებელთა ბაზრის მუდმივი განახლება, ანალიზი და კვლევა
** სხვადასხვა დეპარტამენტისგან დადგენილი წესის შესაბამისი მოთხოვნების მიღება და დახარისხება
** შემოსული მოთხოვნების შესაბამისად მომწოდებლების მოძიება და მოლაპარაკებების წარმოება, ოპტიმალური პირობების მისაღებად
** შესყიდვების ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული დოკუმენტების მართვა და შესყიდვების პროცესების მონიტორინგი
** შესყიდული პროდუქციის ტრანსპორტირების კოორდინირება
** ბაზრის მუდმივი ანალიზი და კვლევა
** კომპანიის არაკომერციული მომწოდებლების ბაზის განახლება და მართვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება
** მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
** სასურველია მართვის მოწმობა (B კატეგორია)
ცოდნა/უნარები:
** 1C პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება
** MC Excel-ისა და MC Outlook-ის ცოდნა
** სავალდებულოა ინგლისური და რუსული (სასურველია) ენების ფლობა (B2)
** მოლაპარაკების წარმართვის უნარი
** ეფექტური კომუნიკაცია
** დეტალებზე ორიენტირებულობა
კომპანია გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** დამატებითი თავისუფალი დღე (ე.წ day off)
** თიმბილდინგი.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე - vacancy@ltb.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "არაკომერციული შესყიდვების სპეციალისტი" წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
კომპანია "ელთიბიში" თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "ელთიბის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
"ელთიბი" - კომპანია, სადაც შენი შესაძლებლობები ყოველდღე იზრდება!