jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: უსაფრთხოებისა და დაცვის თანამშრომელი
მომწოდებელი: ართთაიმი
გამოქვეყნდა: 27 სექტემბერი / განცხადების ვადა: 27 ოქტომბერი

შპს "ართთაიმი" აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოებისა და დაცვის თანამშრომლის თანამდებობაზე.

შპს "ართთაიმი" დაარსდა 1999 წელს, თბილისში. კომპანია ფლობს 10 მაღაზიას, სადაც წამოდგენილია ისეთი მსოფლიო ბრენდები, როგორებიცაა Tissot, Swatch, Longines, TAG heuer და სხვა. შპს "ართთაიმს" საათებისა და საიუველირო ბრენდების ექსკლუზიური დისტრიბუციიის უფლება აქვს საქართველოში. კომპანიამ საკუთარი ნიშა სტაბილურად მოიპოვა ბაზარზე. ის საინტერესოა მრავალფეროვანი არჩევანით და აკმაყოფილებს ნებისმიერი გემოვნების მქონე მომხმარებელს.

ფუნქცია - მოვალეობები:

** სავაჭრო ობიექტის და მასში არსებული მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების, ნებისმიერი დანაშაულებრივი ხელყოფისაგან დაცვის უზრუნველყოფა;
** ობიექტის დაცვა და წესრიგის უზრუნველყოფა;
** კონფლიქტური სიტუაციების და ინციდენტების აღკვეთა.
** საჭიროების შემთხვევაში, ექსტრემალურ სიტუაციაში დადგენილი წესებისა და გაწერილი პროცესების მიხედვით სწრაფი და სწორი რეაგირება
** თანამშრომლებისა და მომხმარებლების უსაფრთხოება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია დაცვის სფეროში ან ძალოვან სტრუქტურებში მუშაობის გამოცდილება.

სამუშაო გრაფიკი/პირობები:

ანაზღაურება: დარიცხული 1300-1400 ლარი
სამუშაო გრაფიკი: დინამიური გრაფიკი, დღის ცვლა. 8 საათიანი სამუშაო დღე.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** თავაზიანობა, ტაქტის გრძნობა;
** დისციპლინირებულობა, პუნქტუალობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** კონფლიქტური სიტუაციების დარეგულირების უნარი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელ.ფოსტაზე hr@arttime.ge გთხოვთ, გამოგზავნისას მიუთითოთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება - "უსაფრთხოებისა და დაცვის თანამშრომელი".

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "ართთაიმმა" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "ართთაიმის" ბაზაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |