jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ტრენინგი ბუღალტერიასა და ფინანსებში
მომწოდებელი: ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი
გამოქვეყნდა: 27 სექტემბერი / განცხადების ვადა: 27 ოქტომბერი

"პრაქტიკული მასტერკლასი ბუღალტერიასა და ფინანსებში" თვე ნახევრიანი პრაქტიკული ტრენინგების კურსია დამწყები ბუღალტრებისთვის.

კურსის მიზანია ფინანსებსა და ბუღალტერიაში დასაქმებული პირების კვალიფიკაციის ამაღლება, პრაქტიკულ ქეისებზე დაყრდნობით.

კურსი ინტერაქციულია და ითვალისწინებს მონაწილეთა აქტიურ ჩართულობას. მონაწილეებს საშუალება ექნებათ მენტორთან/ტრენერთან ერთად მსჯელობისა და დისკუსიის რეჟიმში განიხილონ საერთო თუ ინდივიდუალური პრაქტიკული ქეისები და მოახდინონ აქტუალური ფინანსური და ბუღალტრული საკითხების ანალიზი.

** ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპები;
** ბუღალტრული ანგარიშების არსი;
** საგადასახადო კოდექსის განმარტებები;
** სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღრიცხვა;
** დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) აღრიცხვა;
** მოკლევადიანი მოთხოვნების აღრიცხვა;
** მოკლევადიანი ვალდებულებების აღრიცხვა;
** გრძელვადიანი ვალდებულებები;
** საგადასახადო კოდექსის განმარტებები;
** ძირითადი საშუალებების აღრიცხვა;
** არამატერიალური აქტივების აღრიცხვა;
** საგადასახადო კოდექსის განმარტებები;
** შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა;
** საგადასახადო კოდექსის განმარტებები;
** საგადასახადო ვალდებულებები;
** საგადასახადო კოდექსის განმარტებები;
** ინვესტიციების აღრიცხვა;
** საკუთარი კაპიტალის აღრიცხვა;
** ბუღალტრული ბალანსი;
** ანგარიშგება ფულადი ნაკადების შესახებ;
** 1C ბუღალტერიის შესწავლა;
** ჩამოთვლილი თემების ფარგლებში, კურსის მონაწილეები გაეცნობიან რეალურ პრაქტიკებსა და სპეციფიკებს, მიმოიხილავენ კონკრეტულ ქეისებს და იმუშავებენ სხვადასხვა სახის შაბლონებსა თუ ინსტრუმენტებში და პრაქტიკულად გასწავლით თუ როგორ უნდა გააკეთოთ საცდელი ბალანსიდან მოგება/ზარალი, ბალანსი, კაპიტალის მოძრაობის უწყისი, cash-flow.
AACC ბიზნეს პროცესების აუთსორსული კომპანიია, რომელიც წარმატებულად ოპერირებს როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე და დღეის მდგომარეობით 135 კლიენტს/კომპანიას ემსახურება როგორც როგორც ბუღალტრული და ფინანსური, ასევე, HRM, იურიდიული, IT და ERP დეველომპენტის მიმართულებებით გაიგეთ მეტი კომპანია AACC-ის შესახებ

სწორედ ამ შესაძლებლობას ვიყენებთ და ჩვენი მეთოდოლოგია სრულად ეფუძნება კომპანია AACC-ისა და პარტნიორი ორგანიზაციების რეალურ ქეისებსა და პრაქტიკულ საკითხებს.

თუ კი დამწყებ პოზიციაზე მუშაობთ, ან მომავალში აპირებთ ბუღალტერიაში დასაქმებას ეს კურსი სწორედ ის შესაძლებლობაა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ!

** კურსის მთავარი მენტორი და ტრენერი - ქეთევან კერვალიშვილი:
** ფინანსებსა და ბუღალტერიაში 15+ წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** F1, F2, F3, F4, F5, F6, F7, F8, F9, P1, P2, P3, P4, P7 - სერტიფიცირებულ ბუღალტერთა ასოციაცია (ACCA).

დეტალები კურსის თაობაზე:

** კურსის ხანგრძლივობა: თვე ნახევარი, 12 საათნახევრიანი სესია, დასაწყისი 30 ოქტომბერს. სესიები ჩატარდება კვირაში ორჯერ (ორშაბათსა და ოთხშაბათს 19:00 - 20:30 საათებში)
** ლოკაცია: ბიზნეს ცენტრი "ტერმინალი, " აღმაშენებლის გამზირი #73 (მეტრო მარჯანიშვილის მიმდებარედ);
** კურსის ფორმატი: პირისპირი;
** კურსის ღირებულება: 750 ლარი (გადახდა შესაძლებელია სრული დაფარვით ან ორ ნაწილად);
** მოქმედი სტუდენტები ისარგებლებენ 10% იანი ფასდაკლებით;
** კურსის წარმატებით დასრულების შემთხევევაში მონაწილეებს გადაეცემათ ორენოვანი სერტიფიკატი და სარეკომენდაციო წერილი;
** ეს კურსი იქნება ერთგვარი კარიერული გიდი ბუღალტერიის დარგში;
** შემოდგომის ნაკადში მოხვდება მხოლოდ 12 (თორმეტი) მსმენელი, ადგილები შეზღუდულია.
წარმატებულ მონაწილეებს კომპანია გაუკეთებს შეთავაზებას ბუღალტერიის მიმართულებით დასაქმების კუთხით AACC-სა და პარტნიორი კომპანიების მასშტაბით.

საკონტაქტო ინფორმაცია: 599 72 10 40 / 0322 50 20 21.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია აქ: https://shorturl.at/2ofUA
კომპანია AACC გისურვებთ წარმატებას და ნაყოფიერ სატრენინგო-სამუშაო პროცესს.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |