jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: კორპორაციული გაყიდვების ჯგუფის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: ბიბლუსი
გამოქვეყნდა: 27 სექტემბერი / განცხადების ვადა: 27 ოქტომბერი

"ბიბლუსი ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას კორპორაციული გაყიდვების ჯგუფის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

მოუთმენლად გელოდებით ჩვენს დიდ გუნდში, იმისთვის, რომ ერთად ვაკეთოთ ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე.

ჩვენთან გელოდებათ:

** კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
** კომფორტული სამუშაო გარემო;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** და რაც ყველაზე მთავარია ჩვენთან განსაკუთრებით ფასდება ერთგულება და ახალი იდეების ინიციირება.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ახალი პოტენციური, კორპორაციული კლიენტების მოძიება, მოლაპარაკებების წარმოება,
** პროდუქციის პრეზენტაცია და შეთავაზება;
** ხელშეკრულებების გაფორმება და შემდგომ ურთიერთობის შენარჩუნება;
** სხვადასხვა სახის კორპორაციული შეთავაზებების, აქციების მომზადება;
** მომხმარებელთა ბაზების ფორმირება და მართვა;
** კომპანიის კორპორაციული გაყიდვების არხებზე მუშაობა და ქსელის გაფართოება;
** ახალი პოტენციური, კორპორაციული კლიენტების მოძიება, მოლაპარაკებების წარმოება,
** პროდუქციის პრეზენტაცია და შეთავაზება;
** სხვადასხვა სახის კორპორაციული შეთავაზებების, აქციების მომზადება;
** მომხმარებელთა ბაზების ფორმირება და მართვა;
** არსებული კლიენტების მონიტორინგი;
** რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება - სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების განხრით;
** სასურველია მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება მსგავს სფეროში;
** Excel-ის მაღალ დონეზე ფლობა;
** ფინანსური აღრიცხვის პროგრამის საშუალო დონეზე ფლობა

პიროვნული მახასიათებლები:

** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა და მაღალ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;
** მაღალი სამუშაო მოტივაცია, აქტივობა და ოპერატიულობა, პუნქტუალობა, დროის მენეჯმენტი.
** გუნდური მუშაობის, ანალიტიკური აზროვნების უნარი და კრეატიულობა

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:30;
ადგილმდებარეობა: თბილისი, იოსებიძის 49

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: vacancy@biblusi.ge და subject-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება (კორპორაციული გაყიდვების ჯგუფის ხელმძღვანელი) წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვისა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |