კომპანია "ინტრაკო ნუტრიშენი" 2014 წლიდან პოზიციონირებს ბაზარზე, რომლის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს მაღალი ხარისხის ცხოველთა საკვები პროდუქციის წარმოება და იმპორტი. ზრდის სწრაფი ტემპიდან გამომდინარე, კომპანია ეძებს გუნდის ახალ წევრს და აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკისა და შესყიდვების უმცროსი მენეჯერის პოზიციაზე.
კომპანია დასაქმებულს სთავაზობს:
** მზარდ და მუდმივად განვითარებად ბიზნესში მუშაობის გამოცდილებას;
** პიროვნული ზრდისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას.
** კონკურენტულ და მზარდ შრომის ანაზღაურებას;
** შესასრულებელი სამუშაოების ადგილზე შესწავლას;
** სწავლებებს კვალიფიკაციის ასამაღლებლად;
** კომპანიის მიერ დაფინანსებულ ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
ფუნქცია-მოვალეობები:
** საბაჟო პროცედურების ორგანიზება და ტვირთის დანიშნულების ადგილამდე მიტანის მონიტორინგი;
** ტვირთის გადაზიდვისთვის საჭირო დოკუმენტების, დეკლარირებული ** ინფორმაციის სისწორის და თანმხლები დოკუმენტების სისრულის მუდმივი კონტროლი;
** სატრანსპორტო კომპანიების ბაზის ფორმირება, მათი მომსახურების ვადებისა და ფასების მუდმივი კონტროლი/ შედარება ოპტიმალური შემოთავაზებების მისაღწევად;
** შესყიდვების პროცესში ჩართულობა და მონაწილეობის მიღება;
** სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოებთან ბიუროკრატიულ საკითხებთან ** დაკავშირებული კომუნიკაცია (აუქციონები, ტენდერები, ნებართვები და ა.შ.)
** ყოველდღიური და ყოველკვირეული რეპორტის გაგზავნა მენეჯმენტთან;
** კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** გამოცდილება არ მოითხოვება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
** ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით ან ** დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** საოფისე პროგრამების ცოდნა სამომხმარებლო დონეზე;
** მართვის მოწმობა - B კატეგორია.
პიროვნული უნარები:
** კადრი უნდა იყოს მოტივირებული, ენერგიული და გამოირჩეოდეს მაღალი ** პასუხისმგებლობით;
** კომუნიკაციის კარგი უნარი;
** პრობლემების გადაჭრისა და დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.
სამუშაო პირობები:
** ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით 9-დან 6 საათამდე;
** ადგილმდებარეობა - ზემო თელეთი. ზემო ფონიჭალიდან 10 წუთის სავალზე;
** ანაზღაურება - 1200 ლარი;
** სახელფასო ანაზღაურება გადაიხედება პერიოდულად;
** კომპანია უზრუნველყოფს თანამშრომლის ავტომობილით გადაადგილებას სამსახურებრივი მიზნობრიობით.
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ მეილზე : d.maghradze@intraco.ge