jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: დებიტორებთან ურთიერთობის სპეციალისტი
მომწოდებელი: GIANTI Logistics
გამოქვეყნდა: 27 სექტემბერი / განცხადების ვადა: 27 ოქტომბერი

შპს "გიანთი ლოჯისტიკსი" წარმოადგენს სატრანსპორტო-საექსპედიტორო კომპანიას, რომელიც დაარსდა 2005 წელს. მაღალკვალიფიციური და მოტივირებული კადრებით დაკომპლექტებული პერსონალი, მნიშვნელოვანი გამოცდილებით გადაზიდვის სფეროში, ასევე მზარდი ინვესტიციები სპეციალურ სატრანსპორტო აღჭურვილობებში, საშუალებას გვაძლევს შემოგთავაზოთ სატრანსპორტო, საექსპედიტორო და ლოჯისტიკური მომსახურების სრული სპექტრი, როგორც საქართველოს, ევროპის, კავკასიის, ასევე შუა აზიისა და მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

https://www.giantilogistics.ge

კომპანია "გიანთი ლოჯისტიკსი" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: დებიტორებთან ურთიერთობის სპეციალისტი

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** იდენტურ ან მსგავს სფეროში მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** ენები: ქართული - სრულყოფილად; ინგლისური - B1; (კომპანიაში ძირითადი მიმოწერის ენაა); რუსული - B1;

აუცილებელი უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** სტრესული გარემოებების მიმართ მდგრადობა
** კომუნიკაბელურობა
** დროის ეფექტურად მართვის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებული
** გუნდური მუშაობის უნარი

თანამდებობრივი ვალდებულებები:

** მიმდინარე დებიტორებთან ურთიერთობა მეილით და ტელეფონით
** დადასტურებული შემოსავლის ინვოისების კლიენტებისათვის დროულად მიწოდების უზრუნველყოფა
** შემკვეთებიდან ჩარიცხული თანხების შესაბამის ფინანსურ რეპორტში ასახვა
** გადახდების და ინვოისების დაკავშირების მეთვალყურეობა
** კვირაში ერთხელ დებიტორული დავალიანების განახლებული რეპორტის მომზადება და მიწოდება მენეჯმენტისათვის
** პრობლემური დებიტორების რეპორტის ცალკე მომზადება და ყოველკვირეულად მენეჯმენტისთვის გაცნობა
** ახალი კონტრაგენტების დამატება პროგრამაში და ახალ კლიენტებზე ხელშეკრულებების/ფინანსური ფორმების კონტროლი

ხელფასი: სახელფასო განაკვეთი: საწყის ეტაპზე ხელზე ასაღები 1500-1700 ლარი;

სამუშაო ადგილი:

** თბილისი, ყაზბეგის გამზირი 12ბ;
** სამუშაო საათები: 09:00-18:00, ორშაბათი-პარასკევი;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელ-მისამართზე: hr@giantilogistics.ge

გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |