საერთაშორისო კომპანია "EGT Georgia" აცხადებს ვაკანსიას საწყობის სპეციალისტის პოზიციაზე.
მდებარეობა: თბილისი, ბათუმი
სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00-18:00
განათლება: საშუალო
ძირითადი მოვალეობები:
** საქონლის მიღება, მდგომარეობის აღწერა და დასაწყობება, სპეციფიკის, ვადების და შენახვის პირობების გათვალისწინებით;
** საწყობის პერიოდულ აღრიცხვაში და ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება;
** საწყობში არსებული პროდუქციის რეგულარული კონტროლი;
** შეკვეთების გამზადება, მოთხოვნილი პროდუქციის მიხედვით, მისი შეფუთვა და გაგზავნა გაწერილი წესების და ინსტრუქციების გათვალისწინებით;
** მიღებული, გაცემული და დაბრუნებული პროდუქციის აღრიცხვა.
მოთხოვნები:
** სასურველია სასაწყობო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
** ავტოსატრანსპორტო საშუალებების (В კატეგორიის, მექანიკა) მართვის, მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
პიროვნული თვისებები:
** კომუნიკაბელურობა და მუშაობის უნარი როგორც გუნდში, ასევე დამოუკიდებლად;
** პრობლემების გაანალიზებისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დროის მართვის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
** მეგობრულ და სასიამოვნო გარემოს;
** სტაბილურ სამსახურსა და კონკურენტულ მზარდ ანაზღაურებას;
** პროფესიული ზრდისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career-georgia@egt.com. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "საწყობის სპეციალისტი".
ველით თქვენს განაცხადს და გისურვებთ წარმატებას!
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე/CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.