კლინიკა "ლიდერმედი" აცხადებს უსაფრთხოების სპეციალისტის ვაკანსიას.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ბოხუას 21
სამუშო გრაფიკი: 24 საათიანი მორიგეობა ყოველ მეოთხე დღეს
ანაზღაურება - 700 ლარი ხელზე ასაღები
ძირითადი მოვალეობები:
** ყოველდღიურად ჩაატაროს ტერიტორიის შემოვლა და შემოწმების პროცესი კლინიკაში დადგენილი პროცედურის შესაბამისად;
** გამოავლინოს და აღმოფხვრას შემოწმების პროცესში აღმოჩენილი დარღვევების გამომწვევი მიზეზები;
** იხელმძღვანელოს დანერგილი უსაფრთხოების პროტოკოლების და საგანგებო პროცედურების მიხედვით;
** უზრუნველყოს თანამშრომლების/ვიზიტორების მიერ შიდა წესების დაცვა და იზრუნოს მომხმარებლებისთვის სუფთა და უსაფრთხო გარემოს შექმნაზე;
** მუდმივად აკონტროლოს მოსალოდნელი ხანძრის ან განგაშის საშიშროება და იყოს მზადყოფნაში საჭირო ზომების მისაღებად უსაფრთხოების დაცვის მიზნით;
** მოახდინოს კამერების მონიტორინგი გაწერილი სტანდარტების მიხედვით;
** დროულად მიაწოდოს ინფორმაცია უშუალო ხელმძღვანელს ინციდენტის შესახებ (კონფლიქტი, ქურდობა, რაიმე სახის ინციდენტი, უბედური შემთხვევა, ხანძარი და სხვა.)
** იყოს პასუხისმგებელი სამუშაო პროცესში მიღებული და არსებული ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე.
აუცილებელი პიროვნული თვისებები:
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის და თანამშრომლობის უნარი.
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 14 ოქტომბერი, 2024 წ.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე) შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@leadermed.ge და გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება -"უსაფრთხოების სპეციალისტი".
კლინიკა "ლიდერმედი" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.