jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: დეკოლაინი
გამოქვეყნდა: 27 სექტემბერი / განცხადების ვადა: 27 ოქტომბერი

სამშენებლო-სარემონტო კომპანია "დეკოლაინი" 2016 წელს დაარსდა და ამ მიმართულებით მალევე იქცა სექტორის ლიდერად. კომპანია მუდმივად ორიენტირებულია ზრდაზე, განვითარებაზე და აქვს ამბიცია იკავებდეს ყველაზე დახვეწილი, ორგანიზებული, პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდის პოზიციას. დეკოლაინის ძირითადი საქმიანობა ინდივიდუალური სახლების, სხვადასხვა კომპანიის საოფისე თუ საწარმოო ფართების, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა და რემონტია.

კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://decoline.ge/

კომპანია "დეკოლაინი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე, რომელიც შემოუერთდება გაყიდვების გუნდს.

ლოკაცია: თბილისი, ვაჟა ფშაველა, დავით თავხელიძის 1ა
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00; შაბათი 10:00-14:00
ანაზღაურება: საბაზისო (შეთანხმებით, გამოცდილების და კვალიფიკაციის შესაბამისად) + ბონუსი

ძირითადი მოვალეობები:

** ჰოლდინგში შემოავალი კომპანიების გაყიდვების სტრატეგიის ფორმირებაში მონაწილეობის მიღება;
** ბაზრის პოტენციალის შეფასება და კონკურენტების კვლევა;
** მომხმარებლების კვლევა, სეგმენტაცია, ახალი მიზნობრივი ჯგუფების იდენტიფიცირება;
** ბიზნესის განვითარების პოტენციალის შეფასებაში მონაწილეობის მიღება;
** პროექტების, პროდუქტების, სერვისების ფასწარმოქმნა, მარჟიანობის უზრუნველყოფა ჰოლდინგში შემავალი კომპანიების რელევანტურ ორგანიზაციულ ერთეულებთან ერთად;
** ჰოლდინგის ფინანსური მაჩვენებლების გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
** ფორკასტინგსა და გაყიდვების დაგეგმარებაში მონაწილეობის მიღება;
** დამკვეთებთან, მომხმარებლებთან მოლაპარაკებების წარმოება;
** პოტენციური დამკვეთების, მომხმარებლების ბაზების წარმოება.

სასურველია:

** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების, ფინანსების ან/და მომიჯნავე მიმართულებით.

სავალდებულო მოთხოვნები:

** კორპორატიული გაყიდვების მიმართულებით მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** უცხო ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტაზე: cv@decoline.ge გთხოვთ გადმოგზავნისას მიუთითოთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება - "გაყიდვების მენეჯერი"
შპს "დეკოლაინის" მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ:
ეთანხმებით, რომ "შპს დეკოლაინი" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები; ანიჭებთ "შპს დეკოლაინს" უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.

დაუსაქმებლობის შემთხვევაში ამ ვადის გასვლისთანავე "შპს დეკოლაინი" სრულად გაანადგურებს თქვენ მიერ გამოგზავნილ რეზიუმეს [CV] და კორპორაციაში არსებულ პერსონალურ მონაცემებს.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |