სსიპ "საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო" აცხადებს ვაკანსიას ტექნოპარკის მიმღების პოზიციაზე.
მოვალეობები:
** სააგენტოს მეილზე შემოსულ შეტყობინებებსა და სატელეფონო ზარებზე პასუხი, საჭიროებისამებრ გადამისამართება შესაბამის თანამშრომლებთან;
** ტექნოპარკში მოსული მოქალაქეებისათვის ინფორმაციის მიწოდება და საჭიროებისამებრ გადამისამართება შესაბამის თანამშრომლებთან;
** დაინტერესებული პირებისათვის სააგენტოს პროგრამებისა და ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** ტექნოპარკში საინფორმაციო ტურების ორგანიზება/ჩატარება;
** სხვა დაკავშირებული ამოცანების განხორციელება, რომლებიც ემსახურება სამუშაოს მიზანს ან საჭიროა ფუნქცია-მოვალეობების ჯეროვნად შესასრულებლად.
მოთხოვნები:
** განათლება: ბაკალავრი.
** სამუშაო გამოცდილება: 1 წელი.
** ენები: ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამები: Microsoft Office-ის ცოდნა.
უნარ-ჩვევები:
** ორგანიზებულობა;
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.
მისამართი: ქ. თბილისი, ოქროყანა, ინოვაციების ქ. #7.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2024 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით გამოაგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: hr@gita.gov.ge.
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ - ტექნოპარკის მიმღები.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.