jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: არქიტექტორი
მომწოდებელი: არქი
გამოქვეყნდა: 27 სექტემბერი / განცხადების ვადა: 14 ოქტომბერი

კომპანია "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 20-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.

"არქიში" ვეძებთ არქიტექტორს და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება:

სავალდებულოა პორტფოლიოს ატვირთვა

** არქიტექტურული პროექტების დეტალური ნახაზების შექმნა;
** არქიტექტურული პროექტის შექმნის პროცესში, სხვადასხვა საკითხების შეთანხმება მომიჯნავე პროფესიის (კონსტრუქტორი, გეოდეზისტი, წყალმომარაგება, წყალარინება, ვენტილაცია და სხვ.) წარმომადგენლებთან;
** პროექტის შესაბამისად, შიდა და გარე დიზაინების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
** საჭიროების შემთხვევაში, არქიტექტურულ ნახაზში ცვლილებების შეტანა/კორექტირება;
** შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებიდან ნებართვების მოპოვების მიზნით, დოკუმენტების/ნახაზების მომზადება;
** სამშენებლო ობიექტზე ვიზიტის განხორციელება, სამუშაოების მსვლელობის დათვალიერება და მშენებლობის პროგრესის ამსახველი ანგარიშის მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება არქიტექტურის მიმართულებით;
** აუცილებელია მრავალბინიან არქიტექტურულ პროექტებზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია REVIT-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** სასურველია ARCHICAD-ის ცოდნა.

ჩვენ კი გთავაზობთ:

** პოზიტიურ და სტაბილურ გარემოს;
** მრავალფეროვან საქმეს და განვითარების ხელშეწყობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას, მუშაობის დაწყებიდან 3 თვის შემდეგ;
** სამუშაო დროს: არაუმეტეს 40 საათისა კვირაში.

თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2024 წლის 14 ოქტომბრის ჩათვლით:

http://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |