jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: იურისტ ადმინისტრატორი
მომწოდებელი: ჯეოინვესტ
გამოქვეყნდა: 27 სექტემბერი / განცხადების ვადა: 27 ოქტომბერი

სამშენებლო კომპანია "ჯეოინვესტი" აცხადებს ვაკანსიას იურისტ ადმინისტრატორის პოზიციაზე.

პოზიციის ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
** კომპანიის იურიდიული დოკუმენტაციის (ხელშეკრულებები, ბრძანებები, განცხადებები, წერილები და სხვა) წარმოება.
** კომპანიის თანამშრომლებისთვის სამართლებრივი კონსულტაციების გაწევა;
** მესამე პირებთან კომპანიის წარმომადგენლობა, ინტერესების დაცვა და მოლაპარაკებებში მონაწილეობა.
** სამართლებრივი დოკუმენტების აღრიცხვა, სისტემატიზაცია და შენახვა;
** საკანონმდებლო ცვლილებების კონტროლი;
** ერთიან ელექტრონულ სისტემაში https://spa.ge მუშაობის გამოცდილება;
** სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება;
** მიმდინარე ტენდერების კონტროლი;
** ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები, რომლებსაც კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს:

** უმაღლესი იურიდიული განათლება (სასურველია მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი);
** სამუშაო გამოცდილება:იურიდიულ სფეროში მუშობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება (უპირატესად ჩაითვლება სამშენებლო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება);
** სამოქალაქო და ადმინისტრაციული კანონმდებლობის სრულყოფილად ცოდნა;
** საოფისე-კომპიუტერული პროგრამები (Word, Excel).

პიროვნული მახასიათებლები:

** მოქნილობა ცვალებად სამუშაო გარემოში და ამავდროულად, ეფექტურობისა და პროდუქტიულობის შენარჩუნება;
** სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებების სრულყოფილი და ეფექტური გამოყენების უნარი;
** მიზანდასახული, მოტივირებული და განვითარებაზე ორიენტირებული.
** გუნდთან ერთად ეფექტურად მუშაობის - მიზნების დასახვის, პრობლემების გადაჭრის, და გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** პრიორიტეტების განსაზღვრა, სამუშაო დროის მენეჯმენტი პროგრესის შეფასება.

სამუშაო პირობები და ბენეფიტები:

** სამუშაო განრიგი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00-18:00, ერთ საათიანი შესვენება;
** ოფისი მდებარეობს: თბილისი, ვეფხისტყაოსნის 6ა, დიდი დიღომი (გუდვილთან);
** ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა, მობილურის ლიმიტი.
** ანაზღაურება 2000-დან 3000 ლარამდე, გამოცდილების და მოტივაციის შესაბამისად.

დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ ელ ფოსტაზე: geoinvesti@yahoo.com



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |