კლინიკა "ენმედიცი" აცხადებს ხარისხის კონტროლის სპეციალისტის ვაკანსიას
ძირითადი ფუნქციები:
** სამედიცინო დოკუმენტაციის მართლწარმოების კონტროლი საქართველოში დადგენილი საკანონმდებლო ნორმებისა და კლინიკის შიდა მოთხოვნების შესაბამისად;
** პაციენტებისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანალიზი სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლის მეშვეობით;
** სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების ხარისხის შესწავლა და მარეგულირებელ კანონმდებლობასთან და შიდა რეგულაციებთან შესაბამისობის დადგენა;
** ელექტრონული და საქაღალდე სამედიცინო დოკუმენტაციის შემოწმება და კანონმდებლობასა და რეგულაციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** დიაგნოზებისა და ჩარევის კოდების გამართულობისა და მკურნალობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა
** პაციენტის მკურნალობის პროცესში წარმოშობილი გადაცდომების შესწავლა, ანალიზი, პრობლემების იდენტიფიცირება და შესაბამისი პასუხისმგებელი პირების ჩართულობით შემთხვევების განხილვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** სასურველია იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 (ერთ) წლიანი გამოცდილება;
** ჯანდაცვის სფეროს მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმების ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა.
პიროვნული თვისებები და უნარები:
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
** დროის ეფექტური გადანაწილებისა და ვადების დაცვის უნარი;
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირება;
** კომუნიკაბელურობა.
სამუშაო ადგილი: წინანდლის ქ. N9 (300 არაგველების მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე)
სამუშაო გრაფიკი: 10:00-17:00 სთ, ორშაბათი-პარასკევი
სახელფასო რეინჯი: 800-1000 ლარამდე ხელზე ასაღები
კლინიკა "ენმედიცი" მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი CV ფოტოსურათთან ერთად გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@enmedic.com. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.