jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: დრაივის მოლარე
მომწოდებელი: Auto Lab
გამოქვეყნდა: 27 სექტემბერი / განცხადების ვადა: 27 ოქტომბერი

კომპანია Auto Lab 7 წელია რაც საავტომობილო სერვის სფეროში სხვადასხვა მიმართულებებით ოპერირებს ბაზარზე. Auto Lab ძირითადი საქმიანობა მოიცავს შემდეგს: ავტო-ტექ მომსახურება, მაღალხარისხიანი ავტონაწილების და ორიგინალი ამერიკული საცხებ-საპოხი მასალების რეალიზება, ავტომობილების შეძენა-ჩამოყვანა. Auto Lab გამოირჩევა კლიენტის ინტერესებზე მორგებული მომსახურების მაღალი ხარისხით. კომპანია სთავაზობს მრავალფეროვან და ინოვაციურ სერვისებს დაინტერესებულ ფიზიკურ, თუ კორპორატიულ პირებს.

კომპანია "Auto-Lab" დრაივი აცხადებს ვაკანსიას მოლარის პოზიციაზე რუსთავში.

ფუნქცია მოვალეობები:

** მომხმარებლის თავაზიანი და ეფექტური მომსახურება;
** პროდუქციის განლაგება, მოწესრიგება, სისუფთავის დაცვა და ვადების კონტროლი;
** სალარო ოპერაციების სწორად აღრიცხვა და პროგრამული გატარება;
** ნაღდი და უნაღდო ანაგარიშსწორების წარმოება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** საშუალო განათლება;
** მოლარის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სასურველია;
** დეტალებზე ორიენტირებული მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა და მოწესრიგებულობა სამუშაო პროცესში;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** განვითარებაზე ორიენტირებულობა;

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: 2 დღე მუშაობა 2 დღე დასვენება
** სამუშაო საათები: 09:00-20:00 სთ (1 საათი შესვენება)
** ანაზღაურება: 650 ლარი + ბონუსი;

თუ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს და გსურთ შემოუერთდეთ ზრდაზე და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: vacancy.autolab@gmail.com და გთხოვთ სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ რომ კომპანია Auto Lab-მა დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანია Auto Lab-ის ბაზაში 1 წლის ვადით.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |